ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ სამზარეულოს ძველ კარადებს ასეთი დანიშნულება შეიძლება ქონდეს. დიახაც, მონდომების შემთხვევაში ერთი შეხედვით გადასაგდები კარადები შესაძლოა ინტერიერის მთავარ ხიბლად აქციოთ.
ეს ლაკონური სამზარეულო საკმაოდ ტევად კომოდად იქცა. ვიზუალზე ხელოსნებს ცოტა მუშაობა დასჭირდათ, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირდა. მიუხედავად მცირეოდენი ძალისხმევისა, ახალი კომოდი ბევრად იაფი დაჯდა ვიდრე ახალი და რაც მთავარია, ინტერიერს ნამდვილად ამშვენებს.
შემდეგი პროექტისთვის კი დასაკიდი ორი მომცრო ზომის კარადა შეირჩა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - საღებავმა ეს ავეჯი ნამდვილად განაახლა.
როგორ შეიძლება მაქსიმალურად ფუნქციურად აითვისოთ
ესეც მოძველებული ავეჯის გადაკეთების კიდევ ერთი წარმატებული ვარიანტია. დამოკლებული სამზრეულოს გარნიტური ძალიან მოსახერხებელ მოსასვენებელ ადგილად იქცა. აქ თავისუფლად და მოხერხებულად შეიძლება მოკალათდეთ და წაიკითხოთ წიგნი ან უბრალოდ სადილის შემდეგ მოისვენოთ.
სახლის ოფისის მშვენიერი მაგალითია აი ეს მოდელი. სამზარეულოს კარადების სიღრმე და სიმაღლე იდეალურია მოსახერხებელი სამუშაო მაგიდის შესაქმნელად.
ალბათ ყველამ კარგად იცის რა ძვირი ჯდება ე.წ. სამზარეულო კუნძული. ჰოდა, ამის გაკეთება მინიმალური დანახარჯებითაც არის შესაძლებელი. განსაკუთრებული ფერის წყალობით კი თქვენი სამზარეულოს განსაკუთრებულ ხიბლად შეიძლება იქცეს.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ეს პროექტი ყველაზე ძვირი ჯდება, თუმცა ვფიქრობთ ნამდვილად ღირს ამაზე დაფიქრება.