რატომ იქცა ტრენდულად მეტალის საწოლები და როგორ გავაახლოთ ძველებური რკინის საწოლი?

ხის, მდფ-ის და დსპ-ს საწოლების გარდა ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეტალის საწოლები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის საწოლების არჩევანი არც ისე მდიდარია, როგოც  ხის ან მდფ-ის, ზომის და დიზაინის მიხედვით, არჩევანი მაინც საკმაოდ არის - ერთსაწოლიანი, საწოლნახევრიანი, ორსაწოლიანი, ორსართულიანი და ა.შ. გარდა ამისა, ბევრს ბებიების დროიდან აქვს შემორჩენილი რკინის საწოლები და შეუძლია, უბრალოდ გააახლოს და გამოიყენოს. 



მეტალის საწოლს ძალიან ბევრი უპირატესობა გააჩნია, რომლის გაუთვალისწინებლობაც საწოლის შერჩევის დროს შეცდომაა. პირველი ასეთი უპირატესობა მსგავსი ტიპის საწოლის ფასია, შემდეგ მისის მდგრადობა, ამტანობა და
ვიზუალი, მთავარია, თუ ახალს ყიდულობთ, კარგი მეტალისა შეარჩიოთ, მყარი და ხარისხიანი.


რაც უფრი მაგარია მასალა, მით დიდხანს გემსახურებათ იგი.
ასევე ძალიან მოსახერხებელს ხდის მეტალის საწოლს ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში წონის შეზღუდვა თითქმის არ არსებობს, მეტალი საკმაოდ დიდ დატვირთვას უძლებს.



ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ექსკლუზიური დიზაინი, რომელიც თითქმის ნებისმიერ სტილს შეიძლება მოარგოთ, იქნება ეს კლასიკური, მინიმალისტური, გოთიკური, რეტრო თუ სხვა. 
უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევაში სწორედ დიზაინი სახელდება მეტალის საწოლის მინუსად, ითვლება, რომ ამ მასლამ შესაძლოა სახიფათო მდგომარეობაში ჩააგდოს მაგალითად ბავშვის ჯანმრთელობა, ტრავმის მიღების კუთხით. თუმცა გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ თანამედროვე ტიპს და დიზაინის საწოლები ისეა დამზადებული, რომ ამ კუთხით საშიშროება თითქმის არ არსებობს.


ალბათ გაინტერესებთ, საიდან მოდის მეტალის საწოლი. ჯერ კიდევ ძველ რომში ამზდებდნენ საწოლებს ბრინჯაოსგან. მე-17-მე-18 საუკუნეებში კი პოპულარულო გახდა ნაჭედი ლითონი. სწორედ ამ პერიოდში განვითარდა ინტერიერის ისეთი სტილი, როგორიც არის ბაროკო და როკოკო, ცოტა მოგვიანებით შედარებით მკაცრი ამპირი და კლასიციზმი. ჭედური ნივთები ძალიან პოპულარული გახდა, ის შეძლებული ადამიანების სავიზიტო ბარათად იქცა. მხატვრული ჭედვის ალტერნატიული ვარიანტი გახდა თუჯი, თუმცა მსგავსი ნაკეთობები შედარებით უხეში იყო და შიდა ინტერიერისთვის არც ისე შესაფერისი. აი, მე-20 საუკუნეში კი გამოჩნდა შედუღება და თუჯის ნივთების წარმოებაც დაიხვეწა, განაზდა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა ასეთი ნეკეთობები ინტერიერშიც გამოეყენებინათ.
დღესდღეობით ბაზარზე სხვადასხვა სტილის ლითინის ნაკეთობის ნახვაა შესაძლებელი და ინტერიერსაც შესაბამისს სტილს მოარგებთ, ამ შემთხვევაში არჩევანი აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.


ხოლო რაც შეეხება ძველებურ საწოლებს, მათ გასაახლებლად პირველ რიგში ზამბარებიან ნაწილს აცლიან, შემდეგ მთლიანად ზუმფარით ხვეწავენ და ღებავენ სასურველ ფერად. ზამბარებიანი ზედა ნაწილის ნაცვლად კი რკინისავე ჯოხებს ადუღაბებენ თავსა და ბოლოში, ან ხის ფიცრებს გადებენ და შემდეგ მატრასს ადგამენ. 








კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები