ახალშობილისთვის საწოლის შერჩევის დროს ძალიან ხშირად მშობლები მხოლოდ ვიზუალური ეფექტით ხელმძღვანელობენ. მაინც, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ემოციებს აყოლილებმა არ დავუშვათ შეცდომა და შევარჩიოთ ისეთი საწოლი, რომელიც ბავშვს რეალურად გამოადგება. ჩავთვალეთ, რომ ეს საკითხი ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებს, რადგან ინტერნეტის საძიებო სისტემებში ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვა ფიქსირდება - "როგორ შევარჩიოთ საწოლი ჩვილისთვის?".
დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმასთან დაკავშირებით. არსებობს სარწეველა, კლასიკური საწოლი, საწოლი რწევის მექანიზმით, ტრანსფორმერი საწოლი, მისადგამი საწოლი.
სარწეველა სულ პატარებისთვის, ახალშობილებისთვის არის, 0-დან 3-6 თვემდე,
ამის შემდეგ მსგავსი ტიპის საწოლში ყველაზე მინიატიურული ბავშვიც კი ვერ მოთავსდება. თუ ფინანსური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, საწოლთან ერთად სარწეველას ყიდვა ნამდვილად ღირს, რადგან ჩვილისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში მართლაც ძალიან ეფექტურია.
რაც შეეხება კლასიკურ საწოლს, ეს ყველაზე მისაღები ფორმა აღმოჩნდა მშობლებისთვის, მისი სტანდარტული ზომა 120X60-ზეა. მისის გამოყენება დაახლოებით 2-3 წლამდეა შესაძლებელი. თუ არჩევანს მსგავსი ტიპის საწოლზე შეაჩერებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რა მასალისგან იქნება დამზადებული, უმჯობესია იყოს ხე, რადგან ხის საწოლი სუნთქავს.
რაც შეეხება საწოლს რწევის მექანიზმით, დიდი ალბათობით ის თქვენს შვილსაც მოეწონება, რადგან ძირითადად დარწევა ყველა ბავშვს მოსწონს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საწოლს ჰქონდეს ჩამკეტი ფუნქცია, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ბავშვები რწევის გარეშე უკეთ იძინებენ.
ტრანსფორმერი საწოლი, იგივე საწოლი 3:1-ში - საწოლი, კომოდი და მაგიდა ერთად. ზოგიერთი მოდელი საწოლადაც ტრანსფორმირდება. მსგავსი ტიპის საწოლი ძალიან პრაქტიკულია, თუმცა მასიური და დიდ ადგილს მოითხოვს. თუ ამის საშუალება გაქვთ, ძალიან კარგი ვარიანტია.
მისადგამი საწოლი იდეალურია რამის კვებისთვის. მეოთხე კედლის არქონის წყალობით ის ძალიან პრაქტიკულია მეძუძური დედებისთვის. თუ მის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეურჩიეთ სათანადო მატრასი და პლედი. როგორც იცით, წლამდე ბავშვს უნდა ეძინოს სწორ ზედაპირზე. რბილი საწოლი წლამდე ბავშვისთვის არ არის მიზანშეწონილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საწოლის შერჩევის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია მატრასის შერჩევა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია მისი ეკოლოგიურობა და სასურველია იყოს ორთოპედიულიც. კარგი იქნება, თუ ზედაპირი მოეხსნება, ასე მისი სუფთად შენარჩუნება მოხერხდება. უმჯობესია მატრასს ჰქონდეს ზამბარები, რომ ადვილად იზნიქებოდეს ბავშვის სხეულის ქვეშ.