რაზე არ უნდა გავაკეთოთ ეკონომია სახლის მოწყობის დროს


სახლის შეძენის და რემონტის შემდეგ, როგორ წესი, ადამიანების ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა ხოლმე. არადა, ახალ სახლს მოწყობა სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ხარისხიანი ავეჯი საკმაოდ ძვირი ღირს, ხშირად აქცენტს "დროებით" "სათადარიგო" ავეჯზე აკეთებენ და ცდილობენ პრობლემა შედარებით ხელმისაწვდომ ფასად მოაგვარონ. თუმცა არსებობს ნივთები, რომლებზეც ეკონომიის გაკეთებასაც არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ. მოდით ვნახოთ, რას ეხება ეს რეკომენდაცია.

განათება


 ამ შემთხვევაში საუბარია განათების წყ
აროთა რაოდენობაზე.
რემონტის დროს არ ღირს ეკონომიის გაკეთება სადენებსა და განათების
წერტილებზე. გვერწმუნეთ, მხოლოდ ერთი ჭაღი ოთახის ცენტრში საკმარისი არ არის. გარდა ამისა, მხოლოდ ერთი დენის წყაროთი შეუძლებელი იქნება სხვადასხვა ზონების განათება. ამიტომ, გარდა ცენტრალური განათებისა, გირჩევთ გქონდეთ მაგიდის განათება, ბრა ან ტორშერი.
რაც შეეხება თავად სანათებს, ამაზე ეკონომიის გაკეთება თამამად შეგიძლიათ, რადგან უამრავი ბიუჯეტური ვარიანტი არსებობს.

კარადა და კომოდი


ძალიან მნიშვნელოვანია, სახლში იყოს საკმაო რაოდენობის შესანახი სისტემა, რათა უადგილო ადგილას განლაგებულმა ნივთებმა ხელი არ შეგიშალოთ და ინტერიერი არ დააუშნოოს. გირჩევთ სახლში გქონდეთ დახურული სათავსოები, ისეთი, როგორიც არის კარადა ან კომოდი და არა ღია თაროები ან სტელაჟები, ასე ინტერიერიც ბევრად მოწესრიგებული გამოჩნდება და ბევრად მოსახერხებელიც იქნება.

პირსახოცი


პირსახოცი ის ნივთია რომელსაც ყოველდღიურად რამდენჯერმე ვიყენებთ. უხარისხო პირსახოცი არც მოსახმარად არის კომფორტული და გარდა ამისა, ძალიან მალე ფუჭდება და თავიდან ყიდვა მოგიწევთ.
კარგად გადაათვალიერეთ თქვენი ტექსტილი და თამამად გადაყარეთ ისეთი ნივთები, რომლის ხარისხიც არ მოგწონთ. თუ არ იცით, რომელი ფერი შეარჩიოთ, ყურადღება ღია, პასტელის ფერებზე შეაჩერეთ, რაც აქტუალობას არასდროს კარგავს.

მატრასი და ბალიშები


ჯანსაღი და ღრმა ძილისთვის საუკეთესო ინვესტიცია კარგი მატრასი და ბალიშებია. არჩევანი დიდია, გეთანხმებით, თუმცა გირჩევთ შეარჩიოთ ორთოპედიული მატრასი, რომელიც იძლევა საშუალებას ანატომიურად სწორად განთავსდეს თქვენი კისერი, რის შედეგადაც წონა თანაბრად გადანაწილდება ჰორიზონტალურ ზედაპირზე. ასეთ მატრასზე ძილის შემდეგ დილით აუცილებლად ენერგიული და დასვენებული გაიღვიძებთ. იგივე ეხება ბალიშსაც.

დივანი


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ ღირს ეკონომიის გაკეთება, დივანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარიხიანი მოდელის შერჩევა იმ შემთხვევაში, თუ დივანს საწოლადაც იყენებთ. ის უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე ძირითად მოთხოვნას. ეს გახლავთ: მყარი კონსტრუქცია, გამოსაწევი მექანიზმი, ყველაფერი, რაც მოძრაობს და იწევა უნდა იყოს მყარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ ის წყობიდან გამოვა. ასევე მნიშვნელოვანი, რომ დივანი იყოს რბილი და ჰქონდეს ისეთი შალითა, რომელიც ადვილად დაექვემდებარება წმენდას.

სამუშაო სკამი


არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი იქნება ეს თუ მოზრდილი, სამუშაო ზონაში, სამუშაო მაგიდასთან ძალიან მნიშვნელოვანია იდგას ხარისხიანი სკამი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენი ხერხემლის მდგომარეობაზე.
ასე რომ, არც ამ ნივთზე გირჩევთ ეკონომიის გაკეთება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები