შეცდომები, რომლებიც ყველაზე ლამაზ ინტერიერსაც კი დაამახინჯებს

როცა ინტერნეტში დახვეწილ სახლებს ათვალიერებ, სურვილი გიჩნდება, რომ შენი სახლიც ასეთი ლამაზი იყოს. თუმცა, ხშირად ის ტექნიკა, და დეტალები, რომლებსაც დიზაინერები  თავიანთ პროექტებში იყენებენ, რეალურ ცხოვრებაში აბსოლუტურად არაპრაქტიკული და მოუხერხებელია.  ვნახოთ რა შეცდომებს უნდა მოვერიდოთ ინტერიერის გაფორმებისას, რათა მოგვიანებით არ ვინანოთ.
იმისათვის, რომ სამზარეულოში სამუშაო ზონა ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, ე.წ. წინსაფრის კომპოზიცია დასრულებული უნდა იყოს- მნიშვნელოვანია, რომ ის ეყრდნობოდეს კუთხეს ან კარს. მაგრამ თუ წინსაფარი უცებ წყდება სადმე კედლის შუაში, ის ძალიან უცნაურად გამოიყურება. ასევე სასაცილოდ გამოიყურება, როდესაც კერამიკული ფილა ფარავს
სამუშაო ზედაპირის მხოლოდ ნაწილს, მის იორივე მხარე კი ცარიელია.
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა ამ სიტუაციაში არის კონტრასტული ფილები, დიზაინერების აზრით, ეს დასრულება ზედმეტად თვალშისაცემია და დაუდევარად გამოიყურება.

აბაზანის ინტერიერის გასაფორმებლად ხშირად ირჩევენ მოზაიკას. ერთის მხრივ, ის ქმნის აქცენტს, იპყრობს ყურადღებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან პრეტენზიულად გამოიყურება, განსაკუთრებით პატარა აბაზანაში. მოზაიკის ფილები ქმნის ვიზუალურ ქაოსს, გარდა ამისა, მოზაიკა სწრაფად მოსაწყენი გადაწყვეტილებაა.
ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად აბაზანა უმჯობესია ლაკონურ ფერებში გააფორმოთ, ეს დიდხანს იქნება მოდაში და მალე არ მოგბეზრდებათ. თუ მაინცდამაინც მოზაიკაზე ოცნებობთ, გამოიყენეთ იგი მცირე აქცენტისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ ფილები მოაწყოთ ნიჟარის მიდამოში ან გამოიყენოთ ისინი თაროებით/პირსახოცებით ადგილის ვიზუალურად გამოსაყოფად.

ყავის მაგიდა მისაღები ოთახის ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. ყავის მაგიდა საჭიროცაა, შეგიძლიათ მასზე წიგნი ან ტელევიზორის პულტი დადოთ, ტკბილეული და ფინჯანი ყავა. თუმცა, თუ ოთახი პატარაა, ჭირს პატარ მაგიდის განთავსებაც კი. ჯობია ის მცირე ზომის ანალოგით შეცვალოთ. მაგალითად, თუ რბილი ავეჯის შეძენას აპირებთ, ყურადღება მიაქციეთ მოდელებს მყარი საყრდენებით, რომელზეც თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს ჭიქა. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ მრავალფუნქციური მობილური მოდელები.

სარკის ზონაში განათება საჭიროცაა და ოთახში განსაკუთრებულ ატმოსფეროსაც ქმნის. თუმცა, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ზუსტად როგორ განათავსოს სინათლის წყაროები. პოპულარული შეცდომა არის ნათურის პირდაპირ სარკის თავზე დაკიდება. ასეთი განლაგებისას იქმნება "გვირაბის ეფექტი", იდეალური ვარიანტია სანათის სარკის გვერდებზე სიმეტრიულად ჩამოკიდება. მათ შორის ოპტიმალური მანძილია 70 სმ, ხოლო იატაკიდან - 120-150 სმ. ამ განლაგების წყალობით სინათლე მაქსიმალურად ახლოს იქნება ბუნებრივთან და თანაბრად გაანათებს სახესაც და ფიგურასაც.

თუ გსურთ, რომ თქვენი ტელევიზორის სადგამი ჰარმონიულად და პროპორციულად გამოიყურებოდეს, აირჩიეთ მოდელი, რომელიც ტელევიზორზე ფართოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ელემენტი ავეჯის ფონზე ძალიან მძიმე და უხერხული იქნება. ასევე, არ უნდა გამოიყენოთ ტუმბო დიდი რაოდენობით დეკორატიული ელემენტების შესანახად, რათა არ შეიქმნას ვიზუალური ქაოსი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი არის ის, რომ ტელევიზორმა არ უნდა დაფაროს ხედი ფანჯრიდან ან ხედი მისაღებიდან. ასევე დარწმუნდით, რომ მზის სხივები არ ეცემა ეკრანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსახულება ბუნდოვანი იქნება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფარდები და მათი სწორად დაკიდებაც.
დააკვირდით ფარდების სიგრძეს - ის არ უნდა იყოს ძალიან მოკლე ან ძალიან გრძელი. პირველ შემთხვევაში, ფარდები მოუწესრიგებლად გამოიყურება, ხოლო მეორეში, ისინი იქნება მტვრის, თმის და სხვა ჭუჭყის შემგროვებელი. . თუ გსურთ გრძელი ფარდების ჩამოკიდება, აირჩიეთ მოდელი, რომელიც იატაკს დაახლოებით 10 სანტიმეტრით დაშორდება.




მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დიასახლისი ხალიჩებს მტვრის შემგროვებლად მიიჩნევს და უარს ამბობს მათზე, უმეტესობას მაინც ურჩევნია საძინებლის, მისაღები ოთახის და სამზარეულოს სწორედ ხალიჩებით გაფორმება. ხალიჩა ოთახს სიმყუდროვეს მატებს, ზამთარში კი იატაკებს გაცილებით თბილს ხდის. პროდუქტის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ზომებს - ის ნაწილობრივ უნდა მოთავსდეს დივანებისა და სავარძლების ქვეშ, რათა ინტერიერის ნივთები გაერთიანდეს და სივრცე შეკრული იყოს. თუ ფართობის ხალიჩა ძალიან პატარაა, ის ოთახს უფრო პატარას გახდის.
რაც შეეხება ფერებს, აქაც მთელი რიგი ნიუანსია. მთავარია ყურადღება გაამახვილოთ ოთახის ინტერიერზე. თუ დეკორი ნეიტრალურია, ხალიჩა შეიძლება იყოს შესანიშნავი აქცენტი - შეარჩიეთ მოდელი უჩვეულო პრინტით ან ნიმუშით, რომელიც ეხმიანება სხვა დეტალებს, როგორიცაა დივნის ბალიშები. თუ ოთახი ნათელია, ბევრი მიმზიდველი ელემენტით, ხალიჩა უნდა იყოს ლაკონური და მონოქრომული (უკიდურეს შემთხვევაში, ფრთხილი გეომეტრიული ნიმუშით).

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამზარეულოს ზედაპირი პირველ რიგში, სამუშაო ადგილია, ამიტომ მასზე მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ დანები, სანელებლები, მცენარეული ზეთი, საჭრელი დაფები და ქაღალდის პირსახოცი (ეს სია შეიძლება შეიცვალოს თქვენი სამზარეულოს ჩვევებიდან გამომდინარე). იმისათვის, რომ არ მოხდეს მათი შემთხვევით გაფანტვა მაგიდაზე, გამოიყენეთ უჯრა ან სპეციალური სადგამები/სამაგრები. უმჯობესია ყველაფერი დანარჩენი უჯრებში ან კარადებში მოათავსოთ. ეს განსაკუთრებით ეხება მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომლებსაც კვირაში რამდენჯერმე იყენებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები