თეთრი ინტერიერი ლამაზი და დახვეწილი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მოსავლელად, ამბობენ, რთულიაო. ვნახოთ, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით პროფესიონალი დიზაინერები, ღირს თუ არა სამზარეულოში თეთრი ავეჯის გაკეთება.
დავიწყოთ იმით, რომ თეთრი ფერი, ამ შემთხვევაში თეთრი ფერის ავეჯი, სივრცეს ვიზუალურად ადიდებს, სიმსუბუქესა და ელეგანტურობას სძენს.
ეს ფერი ძალიან ადვილად ეხამება სხვა ფერებს და აქცენტებს ინტერირში , უხდება ყველაფერს, და ასევე ნებისმიერ სტილს, როგორც მინიმალისტურს, ისე კლასიკურს, ლოფტს, სკანდინავიურს, ნეოკლასიკურს და ა.შ. ტექნიკის შერჩევის დროს ძალიან კომფორტულია იმ მხრივ, რომ ბიუჯეტური
გარდა ამისა, თეთრ ფონზე საკვების მიღება ადამიანს განწყობას უმაღლებს და სადღესასწაულო შეგრძნებას მატებს.
თუმცა ღია ფერი, ამ შემთხვევაში თეთრი, საგულდაგულო, რეგულარულ მოვლას საჭიროებს, არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე. მის ფასადზე ყველა წვეთი თუ ლაქა თვალსაჩინოა. ამიტომ ყოველი სადილის მომზადების შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს.
მნიშვნელოვანია, რომ თეთრი ფერის სამზარეულოს ავეჯი დამზადებული იყოს ხარისხიანი მასალით, შეღებილი იყოს ხარისხიანი საღებავით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერი მზის შუქზე გაყვითლდება და ფასადის გადაღებვას ვერ აცდებით.
რომელი უფრო ადვილი მოსავლელია, პრიალა თუ გლუვი ფასადი? ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პრიალა, რადგან გლუვ ზედაპირს ჭუჭყი უფრო მარტივად აჩნდება და რთულად იწმინდება, პრიალა კი, მართალია, ლაქას მალევე იტყობს, თუმცა მალევე, მარტივად იწმინდება.
სახელურების გარეშე ფასადი ბევრად ეფექტურად და მდიდრულად გამოიყურება, თუმცა მას ანაბეჭდები მარტივად ეტყობა, ამიტომ, დიზაინერები მაინც სახელურების გაკეთებას გვირჩევენ.
რაც შეეხება სამუშაო ზედაპირს, პრაქტიკული იქნება განიერი და ნეიტრალური ფერის, მაგალთად კრემისფერი ან ნაცრისფერი. შავის გაკეთებას არ გირჩევთ.
პირდაპირი მზის სხივების და ამით გამოწვეული ფასადის გადახუნების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ფანაჯრაზე სქელი ფარდები ან ჯალუზები დაკიდოთ.
იმისათვის, რომ თეთრ ფერი მოსაწყენი არ გახდეს, აუცილებლად გადაახალისეთ აქცენტებით, სხვადასხვა ფერდი ელემენტებით.