ეს სულაც არ არის ცრურწმენა: საძილე ადგილი ნამდვილად არ უნდა იყოს ასე განლაგებული.
მრავალი კვლევის მიხედვით, ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრების დაახლოებით მესამედს ძილში ატარებს. ამ დროს ორგანიზმი ძალებს აღიდგენს - კოლაგენი და მისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებები აქტიურად იწარმოება და ტოქსინები გამოიყოფა.
შესაბამისად, ხარისხიანი ძილი ადამიანის სიჯანსაღისა და ენერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საწოლის მდებარეობა დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი, ის სწორად უნდა იდგას. თუმცა საწოლის სწორად განთავსების მიზეზი მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობა როდია.
რატომ არ უნდა განათავსოთ საწოლი კედელთან
თუ
გარდა ამისა, კედელი ხელს უშლის ჰაერის სწორ ცირკულაციას. შედეგად, ლეიბი შესაძლოა დაობდეს. ეს ყველაფერი როდია: თეთრეულის გამოცვლაც კი რთული იქნება. კედელთან განთავსებული საწოლის გასწორება ძალიან ძნელია, მას გვერდიდანაც კი ვერ შემოუვლი.
ასევე, თუ ადამიანს მარტო არ სძინავს, წყვილს გაუჭირდება ძილი. დიდი ალბათობით ერთი მეორეს გააღვიძებს. არასწორად განთავსებულმა საწოლმა შესაძლოა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გართულებაც კი გამოიწვიოს.
როგორ უნდა იდგეს საწოლი ოთახში? ყველაზე სასურველი ვარიანტია საწოლის მზიდი კედლის მახლობლად განთავსება. ამავდროულად, სასურველია, რომ საძილე ადგილი კედელს ეყრდნობოდეს თავით და არა გვერდით.
გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც. არც ფანჯარასთან ღირს საწოლის დადგმა. არც კონდიციონერები უნდა იყოს მიმართული საწოლისკენ.
საწოლი არ უნდა იდგეს არც კარის მოპირდაპირედ. ასე ადამიანი ძილის დროს თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. გახსოვდეთ, რომ კარგი ძილი ჯანმრთელობის გასაღებია, ხოლო სწორად მოთავსებული საწოლი - კარგი ძილის საწინდარი.