ავეჯი, რომელმაც აქტუალობა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაკარგა - ისინი თანამედროვე ინტერიერს აფუჭებს

ავეჯის თაობიდან თაობისთვის გადაცემა მშვენიერი ტრადიციაა, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია მისი აღდგენა და ჰარმონიულად მორგება თანამედროვე ინტერიერში. თუმცა, ყველაფრისთვის მეორე შანსის მიცემა როდი ღირს.


2000-იან წლებში, როდესაც ინტერიერში ძვირად ღირებული ტენდენცია გამოჩნდა, მოდაში შემოვიდა საწოლები რთული კონსტრუქციის თავით. საბჭოთა გარემოს საკმაოდ მოსაწყენი ასკეტიზმის შემდეგ ადამიანები ფუფუნებისკენ ისწრაფოდნენ და ბინის ინტერიერის დახმარებით ცდილობდნენ თავიანთი მაღალი სტატუსისა და პოზიციის დემონსტრირებას საზოგადოებაში. თუმცა, ე.წ. ხრუშჩოვკების შემთხვევაში ეს მცდელობები უფრო სასაცილოდ გამოიყურებოდა, ვიდრე ელეგანტურად.
დრო გავიდა, მასიური თავის მქონე საწოლი მოდიდან გადავიდა, ახლა მოდაში
სადა ავეჯი ალაკონური დიზაინით, პრეტენზიული დეკორის გარეშე.

ესეც 90-იანი წლების ტენდენციაა, რომელიც ასევე ასახავს ინტერიერის დიზაინის სურვილს "ძვირი და მდიდარი" სულისკვეთებით -კლასიკური დივნები და სავარძლები, სკამები და პუფები ხავერდოვანი შალითით, დიდი ხანია მფლობელის უგემოვნებაზე მიუთითებს.
პომპეზურობა არ არის სტატუსის ნიშანი. მთავარია მასალების ხარისხი და არა მოჩვენებითი ფუფუნება. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, ყურადღებით გადახედოთ არსებულ ავეჯს და მოაშოროთ ყველა ელემენტი, რომელიც შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც "სასახლის" ავეჯი.

იმის გათვალისწინებით, რომ ტიპიური ხრუშჩოვის ეპოქის სამზარეულოები არ არის დიდი ზომის, გასაკვირი არაა, რომ ყველაზე პოპულარული სასადილო ვარიანტი დიდი ხნის განმავლობაში იყო "კუთხეები". დიახ, ის საკმაოდ კომპაქტურია, საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ კუთხე, რომელიც ჩვეულებრივ უფუნქციოდ არის და როგორც წესი, შესანახი ადგილია სკამების ქვეშ. მაგრამ მისი ვიზუალი შორს არის იდეალურისგან. მაგიდა მოცულობითია, სკამი - პატარა, დივანი ხისტი.
არადა, დღესდღეობით არის ალტერნატიული თანამედროვე ავეჯი - მაგიდა შეიძლება იყოს დასაკეცი, სკამებს შეიძლება ჰქონდეს მოწესრიგებული საზურგე და რბილი დასაჯდომი.

როდესაც საუბარია მცირეგაბარიტიანი ბინების გაფორმებაზე პირველი, რაც გვახსენდება, არის მრავალფუნქციური ავეჯი. ასე ვზოგავთ ადგილს და გვეძლევა საშუალება გამოვიყენოთ ერთი და იგივე ნივთი სხვადასხვა მიზნისთვის. მაგალითად, ყავის მაგიდა შეიძლება ერთდროულად იყოს სასადილო მაგიდა, ხოლო სავარძელი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს ერთი საწოლი.
მაგრამ ზოგიერთი მოდელი ძალიან უხერხულად გამოიყურება. ამის თვალსაჩინო მაგალითია მრავალფუნქციური დივანი, რომელიც არა მარტო აფუჭებს ინტერიერს თავისი უცნაური გარეგნობით, არამედ იკავებს მისაღები ოთახის 50%-ს.
მოიშორეთ ასეთი ავეჯი უყოყმანოდ.

ოდესღაც მოდაში იყო კარადები კარებზე ნახატით, განსაკუთრებით პოპულარული იყო ფოტოპრინტები - მსგავსი ავეჯის პოვნა ყოველ მეორე ბინაში შეიძლებოდა. თანამედროვე ბაზარზეც არის ასეთი ავეჯი, მაგრამ დიზაინერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს პროდუქტი სასურველი არა იყოს.

ლამაზი, ელეგანტური, ჰაეროვანი... მაგრამ საშინლად არაპრაქტიკული. შუშის ზედაპირებზე ყოველთვის არის ლაქები, თითის ანაბეჭდები და სხვა დაბინძურება, რომლებიც მაშინვე იპყრობს თვალს. თქვენ უნდა გაიწმინდოთ მაგიდა ყოველი გამოყენების შემდეგ, გარდა ამისა, ეს საკმაოდ ხმაურიანი ავეჯია, თეფშის დადებაც კი ხმაურს იწვევს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები