როგორი ავეჯი უნდა მოაშოროთ სამუდამოდ საძინებლიდან


ყველა დივანი და სკამი ერთნაირად სასარგებლო როდია.
ჩვენი ცხოვრების ხარისხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, როგორ ბალიშებზე გვძინავს და როგორი ტანსაცმელი გვაცვია. ბინაში ავეჯიც დიდ როლს თამაშობს. უფრო ზუსტად, მასალა, რისგანაც მზადდება ავეჯი. გაგიკვირდებათ, მაგრამ დაბალი ხარისხის ავეჯი ნელ-ნელა მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კონკრეტულად რაზე ვსაუბრობთ და როგორი ავეჯი უნდა მოაშოროთ სამუდამოდ საკუთარი საძინებლიდან

დსპ


ამ მასალის წარმოებისთვის გამოიყენება საშიში ქიმიკატები, რომელიც შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ეს ნივთიერება ხვდება ჰაერში და შემდეგ ჩვენს ფილტვებში, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებას. ამიტომ, ავეჯის შეძენისას
ყურადღება უნდა მიაქციოთ, გავლილი აქვს თუ არა ქიმიური უსაფრთხოების ტესტები, რა მასალისგან არის დამზადებული და გამოყოფს თუ არა საეჭვოდ უსიამოვნო სუნს.

ავეჯი სინთეტიკური შალითით


თუ იაფ საწოლს ყიდულობთ თქვენი საძინებლისთვის, მას დიდი ალბათობით, სინთეტიკური შალითა ექნება. რატომ არის ეს ცუდი? პირველ რიგში, სინთეზური ქსოვილები ძალიან ელექტრიფიცირებულია. თანდათანობით ისინი აგროვებენ სტატიკური მუხტს და ქსოვილებიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას იწვევს.
მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ სტატიკური ელექტროენერგია ძალიან საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, შფოთვა და გულის პრობლემები.
გარდა ამისა, სინთეზური ქსოვილები კარგად არ შთანთქავს ტენიანობას. ასე რომ, როცა ასეთ საწოლზე იძინებ, შეიძლება გამუდმებით ოფლიანობდე. ნესტი ასევე შესანიშნავი ადგილია ბაქტერიებისთვის.
დასკვნა - საძინებლისთვის უმჯობესია შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ნივთები, რომელიც ხარისხიანად ითვლება და არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. არ დაგავიწყდეთ ასევე შალითის მასალა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები