ინტერიერის დიზაინი დღითი დღე ვითარდება და ავეჯის მაღაზიებიც ჩვენი სახლების ინტერიერის გასაახლებლად სულ ახალი და ახალი სტილის ავეჯს გვთავაზობს. იმისათვის, რომ მივყვეთ თანამედროვე მოდის ტენდენციებს და სახლი ლამაზად და გემოვნებით მოვაწყოთ, ავეჯი დროდადრო მაინც უნდა ვცვალოთ. ეს პროცესი განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, ბევრი არაფერი სჭირდება, რაღა თქმა უნდა, გარდა ფულისა.
თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ავეჯი სულ ახალივითაა, მაგრამ სტილი ნამდვილად ვეღარ პასუხობს თანამედროვე ტენდეციებს, ინტერიერის გადახალისება აუცილებელია, ავეჯის გადაყრა კი ძალიან გვენანება.
ნუ დაღონდებით, გამოსავალი არსებობს და ახლა ჩვენ
დღესდღეობით ვინტაჟი ძალიან აქტუალურია. მთავარია თქვენს ავეჯს ასევე აქტუალური ფერი შეურჩიოთ.
კონტრასტული შტრიხები თქვენს კომოდს აბსოლუტურად გადაასხვაფერებს.
ამ შემთხვევაში კი მხოლოდ კომოდის სახელურები და ფერია შეცვლილი, სამაგიეროდ ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების ჩატარება ფერებთან მიმართებაში, თუმცა ყურადღება მაინც პასტელის ფერებზე გაამახვილეთ.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს სავარძელი ოდესღაც ასე გამოიყურებოდა.
რაც უნდა ძველი და გაფუჭებული იყოს ძველი ავეჯი, მაინც შესაძლებელია მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.
თეთრი ფერი ძალიან აქტუალური და ეფექტურია.
გახსოვდეთ, რომ ავეჯის ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს მთელი ოთახის ფერს.
ვინ გითხრათ, რომ ჟურნალის მაგიდა მოდაში აღარ არის?
დასაჯდომადაც უფრო მოსახერხებელია და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება.
მე მგონი ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ტუმბო ძველი ნივთი იყო.
ეს ძველი წიგნების თარო კი საბავშვო სათამაშო სამზარეულოდ იქცა.
ვერ მოიფიქრე, რაში გჭირდება გადასაგდები კომოდი? შეგიძლიათ ის ასეთ ელეგანტურ ნივთად აქციოთ ღვინოების შესანახად.
ძველი კომოდისგან ასევე დიაზაინურული სავარძლის შექმნაა შესაძლებელი. ძალიან ორიგინალურია.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მთავარია მოინდომოთ და თქვენი ინტერიერი ყველასგან განსხვავებული და ეფექტური გახდება. გისურვებთ წარმატებებს.
კომენტარები