როგორ გავადიდოთ ვიზუალურად ძალიან პატარა საძინებელი

მიუხედავად იმისა, თუ რამხელაა ბინა, ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს საძინებელი, თან ეს საძინებელი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, მასში უნდა მოთავსდეს, რა თქმა უნდა, საწოლი, ტანსაცმლის კარადა, ორი ტუმბო და სასურველია, თუ კოსმეტიკის შესანახი კარადის ადგილიც მოიძებნება. მაგრამ სატანდარტული ზომის ბინებში ასეთი საძინებლების მოწყობა ყოველთვის როდი ხერხდება. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რჩევები, რომელთა მეშვეობითაც თქვენ მოახერხებთ საკუთარი საძინებლისთვის მაქსიმალური ფუნქციონალობის მინიჭებას, თუნდაც ამ საძინებელში საწოლის მეტი არაფერი ეტეოდეს.

იმისათვის, რომ პატარა საძინებელი არ გამოიყურებოდეს პირქუშად და მოსაწყენად, პირვლ რიგში სწორად შეარჩიეთ საძინებლის კედლების

ფერი, აქცენტი თეთრ ფერზე გააკეთეთ, სასურველია თუ თეთრს სხვა პასტელის ფერებსაც შეურევთ, ასე ოთახს კიდევ უფრო გაახალისებთ. ასევე ეცადეთ ოთახში ცოცხალი მცენარეები განათვსოთ და ტექსტლიც სხვადსხვა, ღია ფერის შეარჩიოთ.



რაც შეეხება ფარდებს, ეცადეთ ის მსუბუქი, სიფრიფანა ფაქტურის იყოს. ასეთი თხელი ფარდები თეთრ, ბეჟ და მოვარდისფრო კედლებს ძალიან უხდება.



ეს რეკომენდაცია იმას როდი ნიშნავს, რომ პატარა ზომის საძინებელში აუცილებლად ღია ფერის კედლები უნდა გქონდეთ. თუ თქვენ უპირატესობას მუქ ფერებს ანიჭებთ, შეგიძლიათ გააკეთოთ აქცენტირებული კედელი, რომლიც სწორედ რომ მუქ ფერებში იქნება გადაწყვეტილი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ეცდეთ მუქი ფერები ღია ფერის ტონებით გაანეიტრალოთ.



საერთოდ, ერთ კედელზე გაკეთებული აქცენტი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს ვიზუალურად შეცვალოს ოთახის პროპორციები. ფოტოზე კარგად ჩანს, რა ეფექტურად გამოყურება გრაფიკული კედელი.



შესაძლებელია უკიდურესობას მიმართოთ და მცირე ზომის საძინებელი არა ღია, არამედ მთლიანად მუქ ფერებში გააფორმოთ. ასე თქვენ ხაზს გაუსვამთ ოთახის ზომას და მას მეტ ინტიმურობასა და სიმყუდროვეს შემატებთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ოთახის გადახლისებას ტექსტურისა და დეკორაციების ხარჯზე გირჩევთ.



ნუ შეგეშინდებათ საწოლის თავზე დიდი სურათების დაკიდების. ეს დაგეხმარებათ ოთახის ვიზუალურად გადიდებაში, უფრო მეტი ეფექტის მისაღწევად კი გირჩევთ დიდი ზიმის პრინტები მაქსიმალურად ღია ფერის შეარჩიოთ.



ასვე სეგიძლიატ საწოლის ტავტან დაკიდოტ დდი ზომის სარკე. ეს ხრიკი ოთახს ვიზუალურად უფრო ღრმასა და დიდს გახდის, თან მას გარკვეულ იდუმალებას შესძენს. ასეთი გადაწყვეტილებ განსაკუთრებით აქტუალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საძინებელს არ აქვს ფანჯრები.



თუ საძინებელი ვიწრო და გრძელია, ფანჯარას კი ერთ-ერთი კედლის უმეტესი ნაწილი უკავია, სცადეთ და საწოლი მიადგით თავით არა კედელს, არამედ ფანჯარას. ასე ოთახი უფრო დაბალანსებულად და პროპორციულად გამოიყურება.



არ არის აუცილებელი საწოლი ფანჯარასთან პროპორციულად იყოს განთავსებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოთახის სიგანე თუნდაც ერთი ტუმბოს დადგმის საშუალებას იძლევა. თუ ოტახში ტუმბოს ადგილი საერთოდ არ არის, სათავსოდ შეგიძლიათ გამოყენოთ თაროები, ასევე საწოლის ქვეშ ადგილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები