ახალაშენებული კორპუსის ბინების 11 ხარვეზი, რაც წინასწარ უნდა შეამოწმოთ

 დღეს ძალიან რთულია სამშენებლო ბაზარზე კეთილსინდისიერი კომპანიის პოვნა. გინდა ბინა კარგ ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინო, მაგრამ ამ ბეტონის ქალაქში მაინც ვერ პოულობ სასურველს. თანდათან ხვდები, რომ ბევრ რამეზე უნდა დახუჭო თვალები, თუმცა ერთია როცა თავად თანხმდები ამას და მეორე როცა მოტყუებული რჩები.


1. თუ გადაწყვიტეთ, იყიდოთ ახალი აშენებული კორპუსის ბინა, თქვენი ხარჯი აუცილებლად გაზარდეთ 100- 150 ლარით და კეთილსინდისიერი ინჟინერ- მშენებელი დაიქირავეთ, რომელსაც წაიყვანთ ადგილზე და შეამოწმებინებთ საძირკველს კედლებს თუ ა. შ. ( გამოცდილი სპეციალისტი აუცილებლად მიხვდება წვიმის დროს საძირკველში

წყალი ხომ არ მოიყრის თავს, კედლები როგორი ნაშენებია, როგორი ბეტონია გამოყენებული და ა. შ. ) პ.ს. ჩემმა მეგობარმა მსგავს ხერხს მიმართა და მშენებელმა მას საკმაოდ ბევრი სახლი დაუწუნა, მეტ ნაკლებად ხარისხიანად ნაშენები შეარჩიეს, რამდენიმე მათგანზე დაუსაბუთა, რომ საძირკველს ისეთი დაქანება ქონდა სადაც წვიმის წყალი მოიყრიდა თავს და დროთა განმავლობაში დააზიანებდა მას.


2. თხელი კედლები ახალ აშენებული კორპუსის ერთ-ერთი მთავარი პრობლემააა. რატომ ? კედლების დასველების პრობლემა წვიმის დროს, ნესტიანობა, თბოდანაკარგი ზამთარში, (კომუნალური გადასახადების ზრდა) ხმის გამტარიანობა ზევით, ქვევით, თუ გვერდებში (ძალიან შემაწუხებელია). გარემონტების შემდეგ დამკდარი კედლები და რაც მთავარია უსაფრთხოება მიწისძვრის დროს.


3. უხარისხო მეტალო-პლასმასის კარფანჯარა, რომელსაც მობინადრეები ძირითადად მაშინ აღმოაჩენენ, როცა მისი გამოცვლა ძალიან დაგვიანებულია, უხარისხობასთან ერთად აქტიურად დგას შემდგომი დაზიანების პრობლემაც, მშენებლობის დროს მუშები ცემენტით, გაჯით თუ საღებავით მის დასვრა დაზიანებას არ ერიდებიან, შემდგომში კი ამ ყველაფრის მოშორება მინის დახაზვის და დაკაწვრის გარეშე შეუძლებელია. (p.s. თუ მშენებარეს ყიდულობთ, როგორც კი ფანჯრებს ჩასვამენ, სპეციალური წებოვანი ცელოფნით დაიცავით შიგნიდან თუ გარედან . მომავალში დიდ თავისტკივილს აირიდებთ.)

4. შემდეგი პრობლემა ე. წ. „სტიაშკაა“, ზოგჯერ მათი ხელახლა აყრა და თავიდან დასხმაა საჭირო. ასეთი ხარვეზები რომ თავიდან აიცილოთ მუდმივად აკონტროლეთ მშენებლობა და მერე შიდა მოპირკეტება, სტიაშკის ხარისხიც და მისი დაგების სიზუსტე აუცილებელია.( შემდგომში მისმა თავიდან აყრამ შესაძლოა გათბობის მილებიც დაგიზიანოთ, რაც ხარჯს ერთი ორად გაზრდის.)


5. თეთრი კარკასის შემთხვევაში აკონტროლეთ, როგორი ხარისხის გაყვანილობას ამონტაჟებენ, როგორც გათბობის ისე წყლის და კანალიზაციის. (ახალ კორპუსებში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტრაპიდან და ნიჟარიდან უსიამოვნო სუნი ამოდის , რაც არასწორად დამონტაჟებული ცენტრალური და დამხმარე კანალიზაციის მილების ბრალია.)


6. რიგ შემთხვევებში, მოულოდნელი სიურპრიზია მობინადრესთვის , მაღალ სართულებზე სასმელი წყლის ჭავლის პრობლემა, განსაკუთრებით კორპუსი თუ მაღალ გორაკზე ან კლდეზე დგას. (თბილისში მრავლადაა კორპუსები, სადაც მოსახლეობამ წყლის საქაჩი მატორები საკუთარი სახსრებით დააყენეს და მისი გაფუჭების შემთხვევაშიც საკუთარი ძალებით უნდა შეაკეთონ.)


7. ნაჩქარევი რემონტი ბევრი პრობლემის სათავეა, ახალი კორპუსი საჭიროებს ე. წ. „დაჯდომას“ გადახურვისთანავე დაწყებული რემონტი კი მომავალში კედლების დასკდომის რისკს ზრდის.


8. გამოვიდეთ კორპუსიდან გარეთ, როცა ახალი აშენებული, დასრულებული, კორპუსის შეძენას ვაპირებთ, აუცილებელია ინფორმაცია მოვიძიოთ საჯარო რეესტრში და მერიაში. კორპუსი რომ საჯარო რეესტრში უნდა იყოს გატარებული ორი აზრი არ არსებობს. შეამოწმეთ მომიჯნავე ნაკვეთების საკადასტრო კოდები, „ამოგიშენდებათ“ თუ არა გვერდით კორპუსი და ა. შ. არ ენდოთ კომპანიას სიტყვაზე, რომ გვერდით სკვერი გაკეთდება. ნახეთ რეესტრში აქვს თუ არა მას რეკრეაციული ზონის სტატუსი. თუ ის საზოგადებრივ ფუნქციური ზონაა ესე იგი მშენებლობისთვისაა განკუთვნილი.


9. აუცილებლად დაინტერესდით ჩაიბარა თუ არა კორპუსი თბილისის მუნიციპალიტეტმა. რა შემთხვევაში არ იბარებს მერია კორპუსს : თუ მას დაღვეული აქვს მშენებლობის პროექტის საზღვრები. ე. წ.( წითელი ხაზები) ამის გამოსწორება კი დასრულებულ კორპუსზე ურთულესი საკითხია, ან არ შეასრულა პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები. სადარბაზოს მოპირკეთება, შიდა ეზოს სამუშაოები, ლიფტის დამონტაჟება და. ა. შ.

რა პრობლემები შეექმნება მაცხოვრებლებს თუ კორპუსი მერიას არ აქვს ჩაბარებული? ნებისმიერი სტიქიის დროს ქარი იქნება თუ წვიმა, სულ რომ წაგლეკოთ, მერიას არავითარი ვალდებულება არ აქვს დაგეხმაროთ ან ჭერის შეკეთებაში ან ფასადის. არ მოაპირკეთებს მიმდებარე ტერიტორიებს არ მოაწესრიგებს ტროტუარებს , გზას და ა. შ. მოკლედ ვერ შექმნით (ამხანაგობას) რაც მომავალში გამგეობასთან და სახელმწიფოსთან თანამშორმლობის ერთადერთი გზაა. მხოლოდ ინვესტორის იმედად ხართ დარჩენილი. ასეთი სამართლევბრივი სირთულეების ფონზე ბინის გაყიდვაც გაგიჭირდებათ.


10. ნუ ენდობით ინვესტორის სიტყვას , რომ მშენებლობას დათქმულ ვადაში დაასრულებს. ნუ ააწყობთ გეგმებს ყველაფერს მისი დაპირების კვალდაკვალ. თბილისში იშვიათად თუ შეხვდებით კორპუსს, რომელიც მშენებელმა დათქმულ ვადაში დაასრულა.


11. სხვადასხვა ახალ აშენებული კორპუსის მაცხოვრებლების (50-60 ადამიანი) გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი მთავარი პრობლემა უხარისხოდ გაკეთებული და ჩაბარებული თეთრი კარკასია. ამიტომ მომავალ მყიდველებს შავი კარკასის ყიდვას და მათ „გემოზე“ გაკეთებას ურჩევენ.


გამოიკვეთა რომ რემონტის დასრულების შემდეგ კედლების დაბზარვა ძალიან ხშირია. ახალი კორპუსები თბოდანაკარგით და მაღალი გადასახადებით გამოირჩევა. ზოგიერთ მობინადრეებს კი საკუთარი სახსრებით უწევს გაზის, წლის და ელექტრო ენერგიის შეყვანა (თითოს შეყვანის ფასი 400 ლარამდე მერყეობს). ახალი კორპუსის მაცხოვრებლებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის სამეზობლოს მიმდინარე რემონტის ხმაური თუ მტვერი, მითუმეტეს თუ ეზოში სხვა კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს.

p.s. და ბოლოს იმედი დავიტოვოთ, რომ სახელმწიფო დააბრუნებს სამშენებლო რეგულაციებს და ინვესტორები მეტ-ნაკლებად კეთილსინდისიერები გახდებიან.

თაკო თაბუკაშვილი

კომენტარები

2019-01-26 09:34
ყველა ამ პრობლემის ერთობლიობა თუ გინდათ ნახოთ, შეიძინეთ ბინა აქსისის იპოდრომი 3-ში
ეკა 2017-05-17 14:06
ძალიან კარგია ვინმე მიანც რომ გვაწვდის გასათვალისწინებელ საკითხთა სიას, მაგრამ რას აკეთებს მერიაში არქიტექტურის სამსახური, ინსპექია და რა ვიცი კიდევ რამდენი ყურით მოთრეული შტატი აქვთ დამატებულ-გაბერილი ?!!!! რატომ ვუხდით ამ ხალხს ფულს? იმიტომ რომ ისევ მე ვიდარდო და თავში ვიხალო არასრულფასოვანი მშენებლობის შედეგები?რარომ უნდა მიწევდეს მე მომხმარებელს ისეთი ნიუანსების ცოდნა და გათვალისწინება რომლის აზრზეც არ ვარ და არც უნდა ვიყო თუ განათლებით მშენებლი და აქიტექტორი არა ვარ?!!!! ხალხი რატომ ვდუმვართ არ მესმის, განა ეს მშენებლობას ეხება? ყველა სფეროშ ასეათი მდგომარეობაა, უპასუხიმგებლობა მეფობს ქვეყანაში; წახვალ ექიმთამ მინიმუმ სამედიცინო განათლების 5 წელი უნდა გქონდეს, თორემ დაღუპული ხარ, ყიდულობ ბინას - მშნებელ-არქოტექტორი უნდა იყო; სკოლაში მიიყვან შვილს - ყველა საგნის ექსპერტი; სადაა გამოსავალი არავინ იცის სამწუხაროდ; არჩევანიც არ გაქვს: ბინას მაინ ყიდულობ უხარისხოა თუ ხარისხიანია, ექიმთანაც დადიხარ, სკოლაშიც დაგყავს შვილი და ა.შ. და ბოლოს: ჩვენ გვინდა რომ გვეშველოს რამე??!!!!
Irakli 2017-05-04 11:35
აუცილებელია რეგულაციების შემოღება, ინვესტორის კეთილსინდისიერება ზღაპარია, ყველა მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობს, ახალი ბინა ვიყიდე უპრესტიჟულესი მშენებლისგან და აღმოჩნდა რომ არ ჭერი მაქვს, არც კედლება და არც კარფანჯარა ნორმალური.
წყალი 2017-04-26 16:07
უწყლობა მაღალ სართულებზე მარტო ახალაშენებული კორპუსების პრობლემაა არაა. ეგ ყველგან ეგრეა - მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით ყიდულობს ტუმბოებს. GWP დემონსტრაციულად აცხადებს უარს ამ პრობლემის მოგვარებაზე და არავინ ეწინააღმდეგება. ეს კომპანია უნდა გავაძევოთ თბილისიდან
ani 2017-04-19 23:53
Upatrono qveyanashi vcxovrobt. Myidveli ratom unda amocmebdes binis xarisxs sadaa shesabamisi samsaxurebi, rato ar mocmdeba an xarisxi da bevri ram. Isev zveli binebi jobia myari nashenebi.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები