როგორ მოვაწყოთ ლოჯი და ამოშენებული აივანი - ფოტოიდეები


სამუშაო კაბინეტი თუ დასვენების ზონა? იქნებ სასადილო ოთახი? თითოეული პროექტი საინტერესო და დასაფიქრებელია. ჩვენ საუკეთესო იდეებს გთავაზობთ, თქვენ აირჩიეთ თქვენთვის მისაღები. ლოჯი ან შემინული აივანი რაც არ უნდა პატარა ფართობის იყოს, მაინც მყუდრო სივრცედ იქცევა, თუ შესაბამის დატვირთვას მოუძებნით.

სამუშაო ზონა
კომპაქტურად ჩაშენებული ავეჯი, რომლითაც ყველა კუთხე ათვისებული იქნება, შეანიშნავად შეასრულებს კაბინეტის ფუნქციას.




სახლში მუშაობა სულ უფრო მოდური ხდება. თუ ლოჯია შესაბამისად გაქვთ მოწყობილი, საოჯახო ოფისიდან გასვლაც არ მოგინდებათ.



დასვენების ზონა
ასე მორგებული რბილი ავეჯითა და მინიატურული მაგიდით ამ ფართს
სრულყოფილი დატვირთვა მიენიჭება..




შემინულ ლოჯიაში საუკეთესოდ მოეწყობა სამკითხველო ზონა. კედელზე თაროები მოათავსეთ, სადაც წიგნებთან ერთად სხვა ნივთებსაც შეინახავთ.  ლოჯია შეიძლება დასასვენებელ ზონად იქცეს, თუ ლამაზს ხედს და გამწვანებას სავარძელსა და თანამედროვე დინამიკებს დაუმატებთ. 



ლაუნჯ ზონა
თუ ლოჯია სამზარეულოს ერწყმის შეგიძლიათ საშუალო - ბარსა და დასვენების ზონას შორის მოაწყოთ. გვერწმუნეთ, ეს თქვენი მეგობრების საყვარელი ადგილი გახდება თქვენს ბინაში.


ხელსაქმის კუთხე
ლოჯიაში სულ მცირე ადგილს იკავებს ტერიტორია, სადაც ხელსაქმით დაკავდებით. თუ მუდამ შემოქმედებითი უწესრიგობა გაქვთ, ზონას გორგოლაჭიანი კარით შენიღბავთ.



ძალიან ბევრი ოჯახი ლოჯს საძიენლადაც იყენებს


საზაფხულო საუზმის ადგილი
რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, რომ დილაობით საუზმესთან ერთად დატკბეთ ლურჯი ცისა და მწვანე ხეების ყურებით? ღია ლოჯია ამის საშუალებას მოგცემთ.






ეს კი სამზარეულოსთან ადაპტირებული ლოჯის ვარიანტია




კომენტარები

dapoxetine stronger 2025-04-13 10:16
PCOS women who are younger than 30 as well as post- menopausal women are protected from bone loss how to buy priligy in usa Other drugs sometimes prescribed are Imipenem and cilastatin Primaxin, Meropenem Merrem IV, Cefotaxime Claforan, Ceftriaxone Rocephin ampicillin, minocycline, and amikacin

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები