როგორ შეიძლება გამოიყენოთ გასაწევი კარი - ფართის ათვისების საუკეთესო საშუალება

თანამედროვე ადამიანს მეტი კომფორტის მოთხოვნილება აქვს - ეს ეტყობა კიდეც თანამედროვე ინტერიერს. სივრცე უფრო ეფეტურად არის ათვისებული და კუნჭულიც კი არ იკარგება გამოუყენებლად. ამ ტენდენციამ ოთახშორის გამავალი კარის ტრანფორმაციაც მოითხოვა და გამოსაღების ადგილას ბევრმა გასაწევი კარი დააყენა.

ვნახოთ, რა უპირატესობები აქვს ასეთ კარს და როგორ შეიძლება მისი უფრო ეფექტურად გამოყენება.  

ოთახშორისი გასაწევი კარი სხვადასხვანაირი არსებებს. მისი წყალობით შეგიძლიათ გადატიხროთ სააბაზანოც და გარდერობიც...

დასაკიდი კარი



კარი-კუპე - ყველაზე გავრცელებული კარია. ის იდეალურად ეხამება კლასიკურ სტილსაც, მინიმალიზსაც და ჰაი-ტეკსაც. გასაწევ-გამოსაწევი მექანიზმი
შეიძლება უხილავიც იყოს და თვალსაჩინოც. დაბალჭერიანი ოთახისთვის უპირატესობა მიანიჭეთ ღია დამჭერ-მექანიზმს. ანუ, რამდენადაც მაღალია ჭერი, მით ნათელი და უხელავი უნდა იყოს კარის ჩარჩო.
თუმცა, გაითვალისწინეთ, მორბენალი კარის შემთხვევაში, ნივთებს კედელთან მიბჯენით ვერ განათავსებთ.

ძვირად ღირებული და რთული მონტაჟის კასეტური-კარი
მისი დაყენების წინ კედლის დემონტაჟი უნდა მოხდეს. კლასიკური კასეტური კარი ითვალისწინებს მეტალის ჩონჩხსა და მუყაოთაბაშირით მოპირკეთებას. სწორედ ასეთი კარი უზრუნველყოფს პრაქტიკულობასა და ეკონომიასაც ქმნის. გარდა ამისა, ის კარგად "იჭერს" ხმაურსაც და შუქსაც. იყავით ყურადღებით: კარის სახელური უნდა იყოს თხელი და ბრტყელი ან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.



მთავარ პოზიციაზე
უამრავი ვარიანტის კარი არსებობს. მთავარი სურვილი და საშუალებაა. კარი შეიძლება იყოს პლასტიკატისა და დიზაინერული ნახატის, მქრალი კონსტრუქციისა და დაპრინტული.



სხვათა შორის, ნახევრადგაუმჭვირვალეც საინტერესო ვიზუალურ ეფექტს ქმნის. განსაკუთრებით, თუ კარი ფანჯრების წინაა განთავსებული. კარი-კუპეს მასალაც მრავალფეროვანია: ტრადიციული ხით დაწყებული, ინოვაციური პლასტიკით დამთავრებული.
მინის კარი ინტერიერში ჰაეროვნების ეფექტს ქმნის. თუმცა, ის რეგულარულ მოვლას საჭიროებს და იდეალურია ბინაში, სადაც სხვადასხვა ბიორიტმის ადამიანი - "ბუ" და "ტოროლა" ცხოვრობს.



გასაწევი ხის კარი კლასიკური სტილის ნებისმიერ ინტერიერს უხდება. თუმცა, თუ უპირატესობას მასიურ ავეჯს ანიჭებთ, სასურველია, მათი ვიზუალი ერთმანეთს ესადაგებოდეს. ამგვარად მყუდრო ინტერიერს შექმნით და ოთახს კარებით არ "დაამძიმებთ".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები