კლასიკური სტილის აბაზანის ინტერიერი

თუ თქვენ გიყვართ სილამაზე, სისადავე და აფასებთ დახვეწილ ნივთებს, კლასიკური სტილის ინტერიერი, განსაკუთრებით კი - აბაზანა, თქვენი სტილი ყოფილა. დღესდღეობით ეკლექტიკაა მოდაში, ასე რომ, თუ დანარჩენი ოთახების სხვა სტილში გაფორმება მოგინდებათ, არც ეს იქნება პრობლემა, საამისოდ თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება. თუ მთელი სახლის კლასიკურ სტილში მოწყობას აპირებთ, ასეთივე სტილის აბაზანა ხომ საერთოდ ძალიან ორგანული იქნება.
კლასიკურ სტილს ირჩევენ ადამიანები, რომელთაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსწონთ დახვეწილი ნივთები და უნდათ, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კომფორტულ სადა გარემოში მოდუნდნენ და დაისვენონ. გარდა
ამისა, ეს ინტერიერი არის ადამიანებისთვის, რომლებიც არასდროს აქცევენ ყურადღებას, რა არის მოდაში, ისინი მიყვებიან საკუთარი გულის კარნახს და ყველაფერს საკუთარი გემოვნებით აკეთებენ. ასე მოწყობილი იუნტერიერი კი, დაგვერწმუნეთ, თქვენთვის სულ მოდაში იქნება.
კლასიკური სტილის მთავარი დამახასიათებელი შტრიხები გახლავთ ხარისხიანი, ნატურალური, ძვირფასი მასალა, ნათელი ფერები, ასევე დახვეწილი ავეჯი და აქსესუარები, რომელიც სასახლის აქსესუარებს მოგაგონებთ.

კლასიკურ სტილს ყველაზე მეტად სივრცე უხდება. სივრცე ხომ ყველაფრის კეთების საშუალებას იძლევა.
ფერების დროს ყურადღება მიაქციეთ ღია ფერს, კრემისფერი კედლები, თეთრი ჭერი და ღია ფერის იატაკი სივრცეს კიდევ უფრო დიდად გამოაჩენს. ნუ ეცდებით კაშკაშა აქცენტების დამატებას, ეს ზედმეტი იქნება. თუ ამის საშუალება არის, აუცილებლად გააკეთეთ აბაზანაში ფანჯარა, თუ არადა უბრალოდ იზრუნეთ კარგ განათებაზე. გახსოვდეთ, კლასიკური სტილის ინტერიერში სინათლე უხვად უნდა იყოს.

ახლა შემოგთავაზებთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა პასუხობდეს კლასიკურ სტილს.

1. აბაზანა
როგორც ხვდებით, ეს არის სააბაზანოს მთავარი ატრიბუტი. ის უნდა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, იდეალურია ოვალური ფორმის. თუ სივრცე იძლევა ამის საშუალებას, აბაზანა შუაში განათავსეთ. არ არის აუცილებელი აბაზანა იყოს მაინცდამაინც თეთრი, ის შეიძლება იყოს კრემისფერიც.

2.ნიჟარა
ბრინჯაოსფერი ან სპილენძისფერი ნიჟარა რეტროს სტილში თქვენი ინტერიერის მთავარ ხიბლად იქცევა, თუმცა უბრალო და სადა ნიჟარის შერჩევაც შესაძლებელია.

3. სარკე მოოქროვილი ჩარჩოთი
ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტია, სარკე მოოქროვილ ლამაზ ჩარჩოში მოათავსეთ.

4. კლასიკური სტილის აქსესუარები
გამოიყენეთ კლასიკური სტილის აქსესუარები, ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის ქანდაკებები, ჩარჩოები, სურათები, ოთახის მცენარეები თეთრ ქოთნებში.

5. კლასიკური სტილის აბაზანის ავეჯი
არჩევანი ღია ფერის აბაზანის ავეჯზე შეაჩერეთ. მასალა სასურველია იყოს ნატურალური ხის ან ქვის. გამოიყენეთ ტუმბოები და თაროები.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები