ხშირად ხდება ხოლმე, რომ მცირეგაბარიტიანი ბინის პატრონები ცდილობენ ადგილის მაქსიმალურად დაზოგვასა და მეტი ფართის გამოჩენას. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ საბოლოო ჯამში სახლი საკმაოდ მოუხერხებელია და ამავე დროს უშნოდ არის მოწყობილი.
ამჯერად შევეცდებით ყურადღება გავამხვილოთ იმ ძირითად შეცდომებზე, რომელთაც მცირეგაბარიტიან სახლებში ვხვდებით ხოლმე.
1. მოხატული კედლები
პატარა ან პირიქით, დიდსურათებიანი კაფელი ან შპალერი პატარა ზომის სახლისთვის არ არის განკუთვნილი. ასე სივრცე შედარებით პატარად გამოიყურება და ფსიქიკასაც თრგუნავს.
ეცადეთ არჩევ
ანი ერთტონიან შპალერზე გააკეთოთ. თუ ეს ძალიან მოსაბეზრებლად გეჩვენებათ, აქცენტი ერთ კედელზე ან კუთხეზე გააკეთეთ.
2. ბევრი ავეჯი
რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს უნდა სახლში სიმყუდროვე ჰქონდეს და დატიოს სავარძლები, დივანი, კომოდი, ჟურნალის მაგიდა, სკამები და სხვა ინვენტერი, თუმცა ეს იმ შემთხვევაშია კარგი, თუ ბინის ფართობი ამის საშუალებას იძლევა. პატარა ფართობის მქონე ბინაში კი გირჩევთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ავეჯის რაოდენობა.
3. უხვი დეკორი
ნახატები, ფოტოები, ქანდაკებები – არა, მცირეგაბარიტიან სახლში ამ ნივთების ადგილი ნამდვილად არ არის.
ერთი ხალიჩა და ერთი-ორი ნახატი აბსოლუტურად საკმარისი იქნება და დალაგებაც ბევრად მარტივი გახდება.
4. მრავალფენიანი ფარდები
ფარდას როგორც ინტერიერის გალამაზება შეუძლია, ისე შეუძლია მისი განადგურება. თუ თქვენ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ, ეცადეთ თქვენი ფარდები რაც შეიძლება სადა იყოს.
5. დიდი ზომის ჭაღები
მასიური და ძალიან პატარა ზომის ჭაღები, ეს ორი უკედურესობაა, რომლიდანაც არც ერთი უხდება მცირე ზომის ბინას.
ეცადეთ, რომ სახლისთვის განათება სწორად შეარჩიოთ.
6. ფერების ნაირსახეობა
სხვადასხვა ფერი, ასევე კაშკაშა ფერები პატარა ზომის სახლებისთვის არ არის. ისინი სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებენ. ამ შემთხვევაშიც გირჩევთ, სადა ფერები შეარჩიოთ, იქნება ეს ტექსტილი თუ სხვა ნივთები.
7. ღია სტელაჟები
ღია სტელაჟები იმ შემთხვევაში არის ეფექტური, თუ ის ერთიანი კომპოზიციის ნაწილია. ეცადეთ სტელაჟებზე ნივთები სწორად განათავსოთ და არ გადატვირთოთ. საერთოდ, რაც ნაკლებია ღია თარო, მით მარტივია წესრიგის შენარჩუნება.
8. პრიალა იატაკი
პრიალა იატაკი იმ შემთხვევაში ადიდებს ოთახს, თუ დანარჩენი ავეჯი სულ ერთ ფერშია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი საპირისპიროა.
9. თაბაშირმუყაოს კონსტრუქცია ან თაბაშირი ჭერში
დაივიწყეთ მრავალდონიანი და თაბაშირიანი ჭერი, ამ შემთხვევაში სისადავე ძალიან დიდ ეფექტს იძლევა.
ერთი რამ კი გახსოვდეთ, ნებისმიერი სახლი, მიუხედავად მისი ზომისა, პირველ როგში მყუდრო და მოსახერხებელი უნდა იყოს. იმედია, ჩვენი რჩევები დაეხმარება დიასახლისებს ამ სიმყუდროვის შექმნაში.

კომენტარები