როგორ ვაქციოთ ვიწრო ოთახი უფრო მოხერხებულად - 5 მაგიური საიდუმლო

იმისათვის, რომ ვიწრო და გრძელი ოთახი მყუდროდ და მოხერხებულად აქციოთ, უნდა ფლობდეთ რამდენიმე დიზაინერულ საიდუმლოს. პირველ რიგში გემოვნებით უნდა განათავსოთ ავეჯი, უნდა შეარჩიოთ სათანადო ფერი და ვიზუალურად შეცვალოთ გეომეტრიული სივრცე.



გამოიყენეთ კონტრასტული, ღია და მუქი ფერები, ამის მიხედვირ დაყავით სივრცე ფუნქციონალურად.



ერთი დიდი ხალიჩის მაგივრად იატაკზე რამდენიმე პატარა ზომის ფარდაგი დააგეთ.



ყურადღება მიაქციეთ განათებას. დიდი ზომის ჭაღის ადგილი ვიწრო ოთახში არ არის.



ეცადეთ ოთახი ღია ფერებში გადაწყვიტოთ.



ვიწრო ოთახში ძალი
ან კარგად გამოიყურება სანათები.



აქცენტი მოკლე კედლებზე გააკეთეთ, გაალამაზეთ იგი სურათით ან სხვა აქსესუარებით. ასე გრძელი კედლიდან ყურადღების გადატანას მოახერხებთ.



ვიწრო ოთახის ბოლოში ფანჯარა ძალიან ეფექტურად გამოიყურება, თუმცა თავი შეიკავეთ ფარდებისაგან და უპირატესობა ჟალუზებს მიანიჭეთ.



ოთახის დეკორირების დროს ფოტოშპალერის გამოყენებაც შესაძლებელია. ეცდეთ ფოტო დიდი ზომის შეარჩიოთ.



შეძლების მიხედვით კარი განიერი გააკეთეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თაღი, მრავალდონიანი ჭერი კი სივრცეს უფრო დიდს გამოაჩენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები