ბევრი ფიქრობს, რომ კლასიკურ სტილში სახლის მოწყობა მოდური აღარ არის. რატომღაც თანამედროვე ინტერიერი მხოლოდ მინიმალისტურ ან ჰაი-ტეკის სტილტან ასოცირდება. არადა კლასიკური სტილის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ მოდიდან არასდროს გამოდის და ოჯახების უმეტესობისთვის უფრო კომფორტულია. წარმოგიდგენთ თანამედროვე ბინას კლასიკურ სტილში. რას გულისხმობს თანამედროვე ბინის კლასიკურ სტილში გადაწყვეტა?
კედლებისთვის შერჩეულია ღია ფერის კლასიკური ორნამენტების მქონე შპალერი, რომელიც ძალიან რბილ და ხავერდოვან ფონს ქმნის ავეჯისთვის.
იატაკი მუქია, რაც ძალიან უხდება ღია ფერის კედლებსა და თეთრ კარებებს. შესასვლელში, სასადილოსა და სამზარეულოში დაგებული კერამიკული ფილები
არ იფიქროთ, რომ კედლის ავეჯი, ე.წ. "სტენკა" საბოლოოდ დავიწყებულია. თუ ფართობი მისი განთავსების საშუალებას იძლევა, ამაზე კარგ სათავსოს სახლში ვერაფერს გააკეთებთ. ოჯახებში უამრავი ნივთია, რასაც იყენებთ თუ არა, მაინც ინახავთ. თუ ლამაზი დეკორატიული ჭურჭელი ან სამნშვენისები გაქვთ, მათი დაწყობაც შეიძლება ვიტრინებში. მტავარია, ეს ნივთები უხდებოდეს თქვენს ინტერიერს.
ავეჯი
თუ საშუალება გაქვთ, მასიური ხის ავეჯს არაფერი ჯობია. ასევე ძალიან კომფორტულია რბილი ავეჯი ლამაზი შალითით, სასადილოში გრძელი ოვალური მაგიდა რბილშალითიანი სკამებით. კაბინეტი და საძინებელი კი შედარებით მოკრძალებულ სტილში ჯობია გააფორმოთ. ფარდები, შპალერი და ჭერის ირგვლივ შემოვლებული დეკორირებული "კარნიზი" თავის სათქმელს მაინც "ამბობენ".
რჩევა:
ნივთებისა და ავეჯის შერჩევისას აქცენტი ელეგანტურობაზე გააკეთეთ და არა მდიდრულობასა და პომპეზურობაზე. ასეთი მიდგომა ნებისმიერი ინტერიერის გაფორმებისას ამართლებს.