ვინც პატარა ბინაში ცხოვრობს, ერთხელ მაინც მოსვლია თავში აზრად აბაზანისა და ტუალეტის გაერთიანების იდეა. თუ უკვე გააერთიანეთ აბაზანა და ტუალეტი, ამ ფოტოებზე მოცემული ვარიანტების მიხედვით შეგიძლიათ მისი გაფორმება და გალამაზება, ხოლო თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ ეს, გთავაზობთ პლუსებსა და მინუსებს, რაც ახლავს თან ამ ნაბიჯს და მხოლოდ მათი გადახედვის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.
ჩვეულებრივ, ტიპურ ქალაქურ ბინებში სააბაზანო ოთახი და საპირფარეშო იმდენად პატარაა (თუ აშენებისთანავე არ არის გაერთიანებული), რომ ტუალეტში შესული შეიძლება, შუბლით კედელს დაეჯახო. სანკვანძის ფართობი შეიძლება, ერთი კვადრატული
პლუსები
1. ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო პლუსია ერთი კედლის მოშორების გზით ადგილის ეკონომია.
2. ასევე შეიძლება ადგილის დაზოგვა ერთი კარის დაყენებით - ამჯერად ერთი შესასვლელი დაგჭირდებათ მხოლოდ.
3. სააბაზანოსა და ტუალეტის გაერთიანების ხარჯზე დამატებითი სივრცე წარმოიქმნება, რომლის გამოყენებაც შეიძლება საშხაპე კაბინისთვის ან სარეცხი მანქანის დასადგმელად. შეიძლება აბაზანის გადაადგილებაც. ამ სივრცეების გაერთიანების დროს შეიძლება ყველა საკვანძო ობიექტის გადაადგილება ისე, რომ მოსახერხებელი იყოს შიგნით ორიენტირება.
4. მოგებული სივრცის ხარჯზე ჩნდება შესაძლებლობა, სააბაზანო ოთახის ინტერიერი თქვენი გემოვნებით მოაწყოთ.
მინუსები
გარდა იმისა, რომ ამას მოჰყვება ფინანსური დანახარჯები და დიდი არეულობა, სანამ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ - თუ დიდი ოჯახი გაქვთ, სააბაზანო ან ტუალეტი შეიძლება, ქრონიკულად იყოს დაკავებული და კართან სულ რიგი იდგეს. შესაბამისად, ამგვარი გაერთიანება შედარებით მცირერიცხოვანი ოჯახისთვის არის უფრო მისაღები.
მოდური სააბაზანოების ბევრი ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში
კომენტარები