საცხოვრებელი კომპლექსი „ავენიუ. Avenew“ - შენი ბედნიერი ცხოვრების მისამართი

თბილისთან ახლოს, საგურამოში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი „ავენიუ. Avenew“ -ს მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა და შემოდგომაზე დასრულდება.
მაშინ, როცა თბილისში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს, ქალაქი გადატვირთულია საცობებით, შემცირებულია გამწვანება, გამონაბოლქვით და მშენებლობების მტვერით დაბინძურებულია ჰაერი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება რაც კი შეიძლება მიიღო ადამიანმა, არის ის, რომ იზრუნო შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელობაზე და საცხოვრებლად აირჩიო ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემო და არა, ქალაქის ცენტრში რომელიმე პრესტიჟულ უბანში ცხოვრება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრი ოჯახი გაეცალა ხმაურიან და გამონაბოლქვით სავსე
ქალაქს და საცხოვრებლად სწორედ მყუდრო და ბუნებასთან ახლოს მყოფი ადგილი აირჩია.
ზუსტად ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად არის საგურამო იდეალური, რომელიც იმდენად ახლოს არის ქალაქთან რომ 15, 20 წუთში შესაძლებელია სიმწვანეში ჩაფლული სახლიდან აღმოჩნდე სამსახურში, ბავშვები სკოლაში და საღამოს სახლში დაბრუნებულმა იგრძო რამდენად სწორი არჩევანი გააკეთე როდესაც საცხოვრელად „ავენიუს“ კომპლექსი და საგურამოში გადასვლა გადაწყვიტე.

„ავენიუ. Avenew“ -ს საცხოვრებელი კომპლექსი იდეალური კლიმატის პირობებში 12500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ცხრამეტ დამოუკიდებელ, 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, თანამედროვე ტიპის არქიტექტურით აერთიანებს. კომპლექსში მობინადრეებისთვის მოეწყობა ისეთი საერთო მოხმარების სივრცეები როგორიცაა: სკვერი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სტადიონი, ველობილიკი და საფეხმავლო გზა რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კომპლექსთან ახლოს კი ახლახანს გაიხსნა 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, აუზით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, ღვინის მარნით, კაფე და რესტორნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარშემო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე სრულად რეაბილიტირდა საგურამოს სკვერი და გამოიცვალა გზის საფარი ნაწილი.
„ავენიუ. Avenew“ -ს საცხოვრებელი კომპლექსი მომხმარებელს სამი ტიპის საცხოვრებელ სახლს სთავაზობს, მნიშვნელობა არ აქვს ამერიკული ვილა, მანსარდული ტიპის სახლი, თუ თანამედროვე სადა დიზაინით შექმნილი საცხოვრებელი გხიბლავთ, კომპლექსში თქენ ნამდვილად იპოვით თქვენი ოცნების სახლს.
ჩვენი კომპანიის მიზანია ჩვენი საქმიანობით და მიდგომებით, ადამიანებს ცხოვრების ახლებური და კომფორტული სტილის შექმნაში დავეხმაროთ.
გადმოდი საგურამოში, ეს შენი ახალი ბედნიერი ცხოვრების მისამართია.
R

კომენტარის დამატება