ბავშვის ოთახის მოწყობა სერიოზული საქმეა, რთული და საპასუხისმგებლო. მაინც, როგორი უნდა იყოს ბავშვის ოთახი, უნდა ჰგავდეს ზღაპრულ სამყაროს, იყოს სავსე ფუმფულა სათამაშოებით და გაჯეტებით თუ?
ბავშვები ძალიან მალე ექცევიან შთაბეჭდილებების ქვეშ, ყველაფერი აინტერესებთ და ყველაფერს დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ არ გირჩევთ ოთახის ზედმეტად გადატვირთვას, არც უდაბნოს მოწყობას გირჩევთ. ერთი სიტყვთ, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ზომიერება და ბალანსის დაცვა.
გარდა იმისა, რომ ოთახში მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, იყოს ყველა მასალა, ავეჯი იქნება თუ სამშენებლო მასალა, ჯანსაღი და ასევე უსაფრთხო, სხვა დეტალებიც გაითვალისწინეთ.
მოდით,
განვიხილოთ ბავშვის ოთახის მოწყობის რამდენიმე ტიპი.
1. კომპიუტერი და ტელევიზორი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამ ოთახში აბსოლუტურად ზედმეტია. მულტფილმებსა და სხვადასხვა გასართობ პროგრამას მისაღებში უნდა უყუროს, სოციალურ ქსელებთან და მობილურთან წვდომა კი ძილის დროს არ უნდა ჰქონდეს.
თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე თითქმის ყველა ასაკის ბავშვებს უწევთ ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ოთახში კომპიუტერის განთავსება, თუმცა ის აუცილებლად მშობლის მკაცრი ზედამხედვლობის ქვეშ უნდა მოექცეს და ღამე გამოირთოს.
2. მტვრის ბუდე
კიდევ ერთი დიდი მინუსი ბავშვის ოთახში რბილი სათამაშოების სიჭარბეა, რაც ძალიან ბევრ მტვერს აგროვებს და საბოლოო ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
3. სარკეები და შუშის ნივთები
რბილი სათამაშოებისგან განსხვავებით, სარკე ძალიან სახიფათო ნივთია ბავშვისთვის, ის ნებისმიერ დროს შეიძლება გატყდეს და ბავშვს ტრავმა მიაყენოს. ამიტომ თუ მას დააყენებთ ან დადგამთ, მაქსიმალურად მყარი უნდა იყოს და არ ქმნიდეს საფრთხეს. შუშის ნივთები კი საერთოდ არ გჭირდებათ ბავშვის ოთახში.
4. ძვირფასი ნივთები
ნებისმიერი ბავშვი ენერგიის უშრეტი წყაროა. არ გირჩევთ მის ოთახში თქვენთვის ძვირფასი ნივთების განთავსებას, დაგვიჯერეთ, ბავშვს ვერაფრით აუხსნით, რატომ არის თქვენთვის ესა თუ ის ნივთი ასეთი მნიშვნელოვანი.
5. მკვეთრი ფერები
მკვეთრი და კაშკაშა ფერები ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ ნებისმიერი ბავშვის გონებას გაფანტავს, აღაგზნებს, ამ დროს კონცენტრაციის შენარჩუნება მისთვის საკმოდ რთული იქნება, ამიტომ, ნუ შეუქმნით დაბრკოლებას და ეცადეთ ოთახი ნეიტრალურ, თბილ ფერში მოუწყოთ.
6. ოთახი თემატური დიზაინით
ბოლო დროს ეს თანამედროვე დიზაინის პიკად ითვლება, მშობელს გონია, რომ ზღაპრულ სამყაროში მისი შვილი უბედნიერესი იქნება და მართალიც არის, ნამდვილად იქნება, თუმცა მხოლოდ 2-3 დღე, შემდეგ კი მობეზრდება და სხვა ზღაპარში მოხვედრას მოგთხოვთ და თუ აჰყევით, დაგვერწმუნეთ, ყოველ კვირა რემონტი გექნებათ გასაკეთებელი. ასე რომ, ჩვენი რჩევა იქნება, უპირატესობა ისევ სისადავეს მიანიჭოთ.
7. სპორტული ინვენტარი
კარგია, როდესაც ბავშვი სპორტით არის გატაცებული და ვარჯიშობს, შეგიძლიათ მისი ოთახი სხვადასხვა სავარჯიშო იჯვენტარით აღჭურვოთ, მაგრამ დაიმხსოვრეთ, როდესაც ბავშვი ოთახში მარტო იქნება, ეს ყველაფერი უნდა აალაგოთ. დაგვეთანხმეთ, ასეთი აქსესურები ბავშვისთვის სახიფათოა.
8. აივანი
კიდე ერთი საყურადღებო ფაქტი. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ბავშვის ოთახში აივანი არ იყოს და თუ ეს მაინც გარდაუვალია, სიფხიზლე გმართებთ, კარი ღია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგრჩეთ, როდესაც ოთახში ბავშვია.