6 ნაბიჯი ძველი ბინის მარტივად გასაახლებლად

უამრავი ადამიანი ოცნებობს ლამაზ, თანამედროვე, კომფორტულ ბინაში ცხოვრებაზე, თუმცა ყველას როდი აქვს რესურსი, ზოგს დროის მხრივ, ზოგს ფინანსური, რომ კაპიტალურ რემონტს შეეჭიდოს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ყურადსაღებ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი სახლი ისე გადაასხვაფეროთ, რომ თავადაც კი გაოცებული დარჩებით.

1. თავიდან მოიშორეთ გამოუსადეგარი ნივთები


ყოველგვარი გულისწყვეტის გარეშე მოიშორეთ თავიდან ის ნივთები, რომელთაც აღარ ხმარობთ, უბრალოდ არ გჭირდებათ. თუ გადაყრა გენანებათ, შეგიძლიათ გაყიდოთ ის ჭურჭელი, რომელიც წლობით გიდევთ ვიტრინაში და ერთხელაც არ გიხმარიათ და უკვე ნერვებს გიშლით.


ყურადღება მიაქციეთ პატარ-პატარ ნივთებს,
რომლებიც ხშირად თაროებსა და მაგიდაზე არის ხოლმე გამოფენილი, სწრორედ ისინი ქმნიან სახლში არასასიამოვნოი შეგრძნებებს. ეცადეთ მათი რიცხვი საგრძნობლად შეამციროთ.

2. გადაღებეთ კედლები ნათელ ფერში


ინტერიერისთვის ყველაზე სასურველი ფერი ყოველთის ნათელი ფერია. ნათელი ფერები აქტუალურია არა მხოლოდ მცირეგაბარიტიანი სახლებისთვის, ის ყოველთვის მომგებიანია. ნიმუშისთვის გადახედეთ მოკრძალებულ სკანდინავიურ სტილს, სადაც ფარდა, კედელი, ავეჯი და იატაკი ერთმეთთან ძალიან გემოვნებიანად არის ხოლმე შერწყმული.

3. განსაზღვრეთ აქცენტები


მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ კედლის ფერის შერჩევას, აუცილებლად დაფიქრდით აქცენტებზე, რაც აუცილებელია ნებისმიერი ინტერიერისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ განვმეორდებით და გირჩევთ, რომ ამ შემთხვევაშიც აუცილებლად დაიცავით ზომიერება და ფერთა ბალანსი.

4. რესტავრაცია გაუკეთეთ ძველ ავეჯს


ახალი ავეჯის ყიდვა ადვილი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა ნუ შეშინდებით, შეგიძლიათ რესტავრაცია გაუკეთოთ ძველ ავეჯს და დაგვერწმუნეთ, ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ. ძველი ავეჯი ხშირად ძალიან კარგი ხარისხის არის და თანამედროვე იაფფასიან ავეჯს ნამდვილად ჯობია.

5. შეარჩიეთ ტექსტილი


ტექსტილი ნებისმიერი ინტერიერის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ეცადეთ ის საგულდაგულოდ შეარჩიოთ, იქნება ეს ხარისხი თუ ფერი. საინტერესოა, რომ ქსოვილის - გადასაფარებელი იქნება თუ შალითა, საშუალებით ძალიან კარგად არის ხოლმე შესაძლებელი ინტერიერის სხვადსხვა დეფექტების დაფარვა.

6. განათება


კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ინტერიერში გახლავთ განათება, უფრო სწორად სწორად შერჩეული განათება. აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ ზონების რაოდენობა და განათება სწორედ ზონების მიხედვით დაამონტაჟეთ. ეს ძალიან საყურადღებო მომენტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები