როდესაც მრავალსულიანი ოჯახი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს, არ არის გაფართოების საშუალება, რთულია მყუდრო ატმოსფეროს შექმნა, თუმცა გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს და ამ შემთხვევაშიც შეიძლება პრაქტიკული იდეების განხორციელება. ამჯერად საუბარია ზონირებაზე.
ფარდები, სტელაჟები, დეკორატიული ტიხრები - ეს გახლავთ დიზაინერული გადაწყვეტილებები, რომელიც პრობლემის მოგვარებში დაგეხმარებათ.
ერთი ოთახის ორ ზონად გაყოფის ყველაზე მარტივი და იაფი გადაწყვეტილება ფარდაა. ამ იდეის რეალიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭერის კარნიზი, ერთრიგიანი. ეს ძალიან მოსახერხებელი ვარიანტია.
ძალიან ეფექტურად იყნებენ ზონირების შემთხვევაში სტელაჟებს. მაღალი სტელაჟები მრავალფუნქციურიც არის. ასეთი სტელაჟი ყოფს სივრცეს ავტომატურ
ზონად, აქვს შენახვის მექანიზმი და ანაცვლებს კარადას. ამასთანავე გამოიყურება ძალიან მსუბუქად და ესთეტიკურად. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მისი გადაადგილება ძალიან მარტივია.
არსებობს ასევე სტელაჟები, რომელთაც აქვთ დამატებითი დახურული შესანახი სისტემები.
ძალიან ხშირად გამოიყენება სივრცის ზონირებისთვის ასევე კომპაქტური კარადა. თუ რემონტის საშუალება არ გაქვთ, შესაძლებელია მსგავსი მიზნით ჩვეულებრივი კარადა გამოიყენეოთ და არა სპეციალურად გაკეთებული, თუმცა ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა მოიფიქროთ კარადის უკანა ნაწილის დიზაინი, რათა ის ჩაჯდეს ინტერიერში და ჰარმონიულად შეერწყას მას.
მშვენიერი და ორიგინალური გადაწყვეტილებაა ასევე ხის ფიცრები, რომლის ფერიც თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ.
ეფექტურია ასვე გასაწევი მექანიზმი, რომელიც კედელსა და იატაკზეა დამაგრებული და მოძრაობს.
ზონირების ყველაზე თანამედროვე ვარიანტი კი გახლავთ რაღაც შუალედური შირმასა და გასაწევ მექანიზმს შორის. ასეთი მექანიზმი საკმაოდ პატარა ადგილს იკავებს და ძალიან პრაქტიკულიც არის.
ამგვარი იდეების დახმარებით თქვენი ერთოთახიანი სახლი შესაძლოა საკმაოდ კომფორტულ ოროთახიან ბინად აქციოთ.