სამწუხაროდ, ყოველთვის როდი ხერხდება სამზარეულოს ყველა ნიუანსის გათვალისწინებით დაპროექტება. უმეტეს შემთხვევაში ამ საქმეს დიასახლისები ითავსებენ ხოლმე და შედეგად ძალიან ბევრ ცარიელ ადგილს იღებენ, თან ისეთს, რომელსაც პრაქტიკიულად ვერაფერში გამოიყენებ.
პროფესიონალები გვაძლევენ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ამ უძვირფასესი კვადრატული მეტრების მაქსიმალურად ფუნქციონალურად გამოყენება.
1. თაროები
თავისუფალი კედლის ათვისების უნივერსალური ვარიანტი კედლის თაროებია. ფორმა, ზომა და ფერი საკუთარ გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა ეხამებოდეს დანარჩენი სამზარეულოს სტილსა და ფერებს.
2. საყინულე
თუ ზამთრისთვის პროდუქტის გაყინვა გიყვართ და მაცივარი
საამისოდ საკმარისი არ არის, გირჩევთ კარადაში საყინულე ჩაამონტაჟოთ. გასათვალისწინებელია მხოლოდ ის ფაქტორი, რომ ამ კარადის ახლოს აუცილებლად დაგჭირდებათ დენის წყარო.
3. სასადილო მაგიდა
ადგილის უკმარისობის გამო ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სასადილო ზონა მისაღებ ოთახში გადის. თუ სამზარეულოში თავისუფალი კუთხე გამოგიჩნდათ, ეცადეთ მაგიდა იქ მოათავსოთ და შესაბამისად, სასადილო ზონა მისაღებიდან სამზარეულოში გადაინაცვლებს.
4. მოიწყვეთ ჰობის ზონა
თავისუფალი კუთხე გამოგადგებათ ჰობის ზონის მოსაწყობად, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ პატარა პუფი და პატარა მაგიდა, ან გააკეთოთ წიგნების თარო. ან თუნდაც ფანჯრის რაფა გამოიყენოთ მაგიდად. მოკლედ, მოუხმეთ ფანტაზიას და საბოლოოდ საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით შეჯერდით.
5. ოთახის მცენარეები
თუ ოთახის მცენარეები გიყვართ და თავისუფალი კუთხეც გამოგიჩნდათ, აბა, სცადეთ და ამ კუთხეში ოთახის ლამაზი მცენარე მოათავსეთ, ნახავთ, როგორ შეიცვლება მთლიანად სამზარეულო და თქვენი განწყობაც.
6. სტელაჟი
ხშირად ხდება, რომ სამზარეულოს კარადა არ არის საკმარისი ჭურჭლისა და სხვა აქსესუარებისთვის. თავისუფალ კედელზე სტელაჟის განთავსებით ამ პრობლემას ძალიან მარტივად მოაგვარებთ და ლამაზ ვიზუალსაც მიიღებთ.
7. ადგილი შინაური ცხოველებისთვის
გყავთ სახლშო ძაღლი ან კატა? ჰოდა, რაღას ფიქრობთ, სასწრაფოდ მოუწყვეთ თავისუფალ ადგილას საკუთარი კუთხე თქვენს საყვარელ ცხოველს.
8. ადგილი სხვადასხვა ნივთისთვის
თუ სტუმართმოყვარე ადამიანი ბრძანდებით და ადგილი სახლში არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იქონიოთ საკმარისი რაოდენობის სკამი, შეგიძლიათ შეიძინოთ გასაშლელი სკამები და თავისუფალ კუთხეში დაკეცილ მდგომარეობაში შეინახოთ.
9. შეინახეთ ბავშვის სათამაშო
თუ ოჯახში არის ბავშვი და მას აქვს სათამაშოები, განსაკუთრებით დიდი ზომის, ან თუნდაც მოლბერტი, შეგიძლიათ ის სწორედ ამ თავისუფალ კუთხეში დააბინავოთ.
10. განათავსეთ პატარა ზომის დასაჯდომი
ეს შესაძლოა ოყოს ჩვეულებრივი სავარძელი ან პატარა დივანი. თუ ოთახის ფართობი იძლევა ამის საშუალებას, შეგიძლიათ სავარძელს პატარა მაგიდაც მიუდგათ.