შეცდომები, რომლებსაც მისაღები ოთახის მოწყობის დროს უშვებენ

სამზარეულოს თუ სახლის გულად მიიჩნევენ, მისაღები მისი სულია და აქედან გამომდინარე, ის ძალიან სუფთა უნდა იყოს. ხშირად, მისაღები ოთახის მოწყობის დროს ადამიანები ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა საკმაოდ სერიოზულ შეცდომებს უშვებენ, რაც საბოლოოდ ამ ოთახს უკარგავს ფუნქციას და არღვევს მის სიმყუდროვეს.

პირველ რიგში ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, ეს გახლავთ ტელევიზორის განთავსება მისაღებ ოთხაში.
შეცდომაა, როდესაც ტელევიზორს ფანჯრის მოპირდაპირედ ან მასთან ახლოს მიუჩენენ ხოლმე ადგილს. როგორც წესი, ფანჯრიდან შემოსული სინათლე ძალიან მოქმედებს ჩვენების ხარისხზე, ადამიანებს კი, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ, ამ დროს

მხედველობის დაძაბვა უწევთ, რაც საბოლოო ჯამში მხედველობისთვის კარგი სულაც არ არის.

იმისათვის, რომ ტელევიზორის ყურება მოსახერხებელი და კომფორტული იყოს, ის ისე უნდა მოათავსოთ, რომ ფანჯარა ტელევიზორის მაყურებელი ადამიანის მარჯვნივ ან მარცხნივ აღმოჩნდეს.

მისაღებ ოთახს შესაძლოა სიმყუდროვე დაუკარგოს განათებამაც, კერძოდ კი დამატებითი განათების არქონამ. ხშირად, ზედა ანუ დიდი განათება სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მისაღებ ოთახში მოკალათებულმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს. დაღლილი ადამიანი მკვეთრ განათებაში მოდუნებას ვერ ახერხებს, ამ დროს კი დამატებითი წყარო, ბრა ან ტორშერი სწორედ ის არის, რაც მას ძალიან სჭირდება.


ასე რომ, როდესაც მისაღები ოთახის მოწყობას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ დამატებითი დენის წყაროს დამონტაჟება ან თუნდაც ლამაზი, სათანადოდ შერჩეული მაგიდის სანათის შეძენა, რომელიც თქვენს ოთახს საღამოს მშვიდ, მყუდრო და რომანტიკულ ელფერს მიანიჭებს. 

სანამ თქვენი მისაღებისთვის ავეჯს შეიძენთ, გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, გაითვალისწინოთ თანამედროვე მოდის ტენდენციები. გადაფურცლეთ მსგავსი თემატიკის ჟურნალები, გაესაუბრეთ დიზაინერს და ჰკითხეთ რჩევა, როგორი სავარძლები, დივანი თუ კომოდია მოდაში. რა თქმა უნდა, ის ასევე მოსახერხებელი და ლამაზი უნდა იყოს და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა ეხამებოდეს სხვა ოთახებსა თუ მთლიან სახლს.

ყურადღება გაამახვილეთ ლაკონურ, სწორხაზოვან ავეჯზე, ასეთი ავეჯი სულ მოდაშია და მისი ამ გაგებით მოძველების ალბათობა ნაკლებია. თუ ექსპერიმენტების მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ შეარჩიოთ სავარძლები ექსრავაგანტური შალითებით და მობეზრების შემთხვევაში თავისუფლად შეძლებთ მათ შეცვლას. გირჩევთ, უარი თქვათ უზარმაზარი, დიდ, ფუმფულა საზურგეების მქონე სავარძლებზე, ასეთმა ავეჯმა დიდი ხანია დაკარგა აქტუალობა.

თუ თქვენ მისაღებს დაბალი ჭერი და პატარა ფართობი აქვს, კატეგორიულად გირჩევთ უარი თქვათ მუქი ფერის ავეჯზე და არ გადატვირთოთ ოთახი ზედმეტი ავეჯითა და აქსესუარებით. მიეცით ოთახს საშუალება ისუნთქოს, ნათელი ფერები კი სივრცეს უფრო დიდად გამოაჩენს. შეარჩიეთ კომპაქტური ზომის ავეჯი, ჟურნალის კლასიკური მაგიდა და ეცადეთ, რომ ავეჯს ჰქონდეს ფეხები, ასე ოთახი ვიზუალურად უფრო გამაღლდება.

ასევე ხშირიდ შემთხვევები, როდესაც ოთახი გადატვირთულია სარკეებით ან ისეთი ნივთებით, რომლის ზედაპირიც ირეკლება. ასეთი ნივთების ჭარბი რაოდენობით განთავსება, მით უმეტეს პატარ ზომის ოთახში, ყოვლად მიუღებელია. განსაკუთრებით უშნოა სარკის ისე დაკიდება, როდესაც ის აირეკლავს მოპირდაპირე, ყრუ კედელს.

თუ მაინცდამაინც გინდათ ოთახში სარკე, ის აუცილებლად ყველაზე ნათელი მხარის მოპირდაპირედ უნდა დაკიდოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ოთახი იქნება უფრო ნათელი, ჰარმონიული და ლამაზი.

ეცადეთ, რომ მისაღებ ოთხაში აუცილებლად იყოს ფარდა. თუნდაც ოთახი არ იყოს ძალიან ნათელი. გვერწმუნეთ, ტექსტილი ნებისმიერ ოთახს სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ანიჭებს, ათბობს მას, უფარდებო ოთახი კი ძალიან ცივი და მკაცრია. თუ თქვენს მისაღებს ძალიან პატარა ფანჯარა აქვს, შეარჩიეთ რომაული ჟალუზები ძალიან თხელი, "წულის" ფარდით, ის ოთახს არ დააბნელებს და სიმყუდროვესაც შესძენს.

ასევე ეცადეთ, რომ თქვენს მისაღებში ერთდროულად ძალიან ბევრმა აქსესუარმა არ მოიყაროს თავი. რაც გაქვთ, ყველაფერს ერთ ოთახში ნუ გამოფენთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი მისაღები, არც მეტი, არც ნაკლები, უგემოვნოდ მოწყობილ ოთახთა სიაში აღმოჩნდეს.

ეცადეთ ასევე, ოთახი არ გადატვირთოთ ზედმეტი ავეჯით. როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ძალიან ხშირად ოთახში დგას ბევრი ისეთი ავეჯი, რომელსაც პრაქტიკულად არც კი ვიყენებთ.

თუ სტუმრები ხშირად გყავთ, მრავალი სავარძლის და პუფის ქონას, გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ ორ დიდ დივანს და შეუფარდოთ ლამაზი მაგიდა და სკამები. ასე ძლიან კომფორტულ და კლასიკურ სტილს შექმნით.

გირჩევთ ასევე, რომ ერთ კონკრეტულ სტილზე ნუ შეჩერდებით, მაგალითად მკაცრად კლასიკურზე ან მინიმალისტურზე, ასეთ გარემოში ყოფნა არც ისე სასიამოვნოა. ამ უხერხული მომენტის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ რამდენიმე სტილის ერთმანეთთან გემოვნებით შერწყმას. ასე თქვენი მისაღები ბევრად ლამაზი, მყუდრო და სასიამოვნო იქნება.

და ბოლოს, კიდევ ერთი, საკმაოდ საჭირო რჩევა მისაღები ოთახისთვის ფერის შესარჩევად.  პირველი და მთავარი რჩევაა, კედლებისთვის შეარჩიოთ ნეიტრალური, სადა ფერი, რომელიც თვალს არ გააღიზიანებს. თუ გსურთ ოთახის მეტად გახალისება, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა აქსესუარზე და ელემენტებზე აქცენტის გადატანით. ფერები ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს. ასეთ შემთხვევაში თქვენი მისაღები ნამდვილად მყუდრო და გემოვნებიანი იქნება.

კომენტარები

ელზა 2016-07-04 16:44
მართლაც ძალიან სასარგებლო და ყურადსაღები რჩევებია.ასე გააგრძელეთ
megi 2016-02-19 17:11
მომოწონს თქვენი საიტი. ძალიან დახვეწილი და ამავე დროს საინტერესო სტატიებს გვთავაზობთ :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები