როგორ ვაქციოთ ერთოთახიანი სრულყოფილ ბინად - მასწავლებელმა 37 კვადრატულ მეტრში სამუშაო, მოსასვენებელი და მისაღები მოაწყო

 
თანამედროვე ტიპის სახლებში სულ უფრო რთულია სრულფასოვანი საცხოვრებელი პირობების შექმნა - სამზარეულო, მისაღები, საძინებელი და კაბინეტი. თანამედროვე სამყაროში, როდესაც საცხოვრებელი ფართის კვადრატები სულ უფრო და უფრო მცირდება, აქტუალობას იძენს ის საკითხი, თუ როგორ მოვაწყოთ ამ შეზღუდულ სივრცეში სრულფასოვანი საცხოვრებელი.



დიზაინერებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ცდილობენ შემოგვთავაზონ უნიკალური ინტერიერები, რომელიც ყველა მოთხოვნას მეტნაკლებად დააკამყოფილებს.



აი, მაგალითად, ნიუ იორკში, სტანდარტულ მცირეგაბარიტიან სახლში, მოხერხდა ყველაფრით უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ადგილის მოწყობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა.



როდესაც 37
კვადრატული მეტრის ფართობის მფლობელ მაწავლებელს სივრცის რეორგანიზება დაჭირდა დახმარებისთვის პროფესიონალ დიზაინერებს მიმართა.



დამკვეთის სურვილი იყო ჰქონოდა სახლი, სადაც მოახერხებდა დასვენებას, სადილის მომზადებას, ხანდახან მეგობრებსაც მოიწვევდა და სამუშაო სივრცეც ექნებოდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ერთადერთი ოთახი, სველი წერტილის გარდა, იყო ვიწრო და გრძელი.



პრობლემის მოსაგვარებლად დიზაინერებმა სახლის მფლობელს შესათავაზეს სრულყოფილი მისაღები და სამზარეულო, ხოლო დანარჩენი ოთახები გაშლის პრინციპით მოაწყვეს.



ამ მიზნით დაამზადებინეს ლურჯი მრავალფუნქციური კარადა, რომელშიც ჩამონტაჟებულია გარდერობი, საწოლი, ტუმბო, ოფისი და განათება.
საბოლოო ჯამში სახლის შესასვლელში მოწყობილია თანამედროვე სამზარეულო სამუშაო ზედპირით, მინი მაცივრით და ღია შესანახი თაროებით, ფანჯარასთან კი მისაღებია გაკეთებული. ოთახის არცთუ პატარა ნაწილს ლურჯი კარადა იკავებს.



ასე მოკრძალებულად გამოიყურება სახლი ერთი შეხედვით, თუმცა საკმარისია სახლის პატრონს დაძინება მოუნდეს და სივრცე იწყებს გადასხვაფერებას. საიდუმლო კი კარადის კარებში იმალება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნაზად იღება და იხურება და ქმნის ახალ-ახალ სივრცეებს.
მაგალითად, კაბინეტის მოსაწყობად საკმარისია მასიური კარის გაღება და საწერი მაგიდა გადმოიშლება.

კომენტარები

ირმა 2021-02-14 20:40
გაზქურა გამწოვის გარეშე,როცა ფანჯარასთან არდგას?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები