10 ნივთი ინტერიერში, რომელიც ცუდ გემოვნებაზე მეტყველებს

ზოგიერთი დიასახლისის ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ძველ ნივთებს, რომ არაფრის დიდებით არ სურს მათთან განშორება. ეს არა მარტო აბრკოლებს სტუმრებს, არამედ დიასახლისის ცუდ გემოვნებას უსვამს ხაზს. რაც გინდა კარგი რემონტი იყოს სახლში, თუ ინტერიერში არსებობს დეკორის კონკრეტული ელემენტები, ნებისმიერი, ყველაზე მყუდრო ბინაც კი კარგავს ხიბლს. ეს ნივთები ძირითადად წარსულიდანაა და მათი გამოყენება ინტერიერში მისაღებია, თუ რეტრო სტილი გაქვთ, თუ ეს ნივთები კარგად შენახულია ან მოდერნიზებული, გადასხვაფერებული გაქვთ.

დავიწყოთ ხალიჩით. სინთეტიკის ეს ელემენტი საპატიო ადგილს იკავებდა კედელზე. უცხოელებს დღემდე არ ესმით ხალიჩებისადმი
ასეთი სიყვარული და ვერც ის გაუგიათ, რა უნდა ხალიჩას კედელზე.

შემდეგ მოდის ბროლის ჭაღი, გირჩევთ, ამ ნივთისგან მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ეს ნამდვილი ვენეციური ბროლია, მაშინ ამ ნივთთან პრეტენზია ნაკლებია.

ტრილიაჟი დღესაც გვხვდება ბევრი ბინის ინტერიერში. საუბარია მასიურ ტრილიაჟზე, რომელიც სერიოზულად იკავებს დიდ სივრცეს. თუ საჭიროება მოითხოვს, გირჩევთ უპირატესობა მოკრძალებულ დასაკიდ სარკეს მიანიჭოთ და დაზოგოთ ძვირფასი სანტიმეტრები.

ასევე სერვანტი. ესეც ის შემთხვევაა, როდესაც უმჯობესია დეკორის ელემენტად შედარებით მსუბუქი მოდელი შეარჩიოთ.

აი, ამ გადმონაშთზე კი საუბარი მართლაც ზედმეტია. თუ მსგავსი ტიპის ავეჯი შემოგრჩათ სახლში, დროზე მოიშორეთ თავიდან ეს გიგანტი და შეცვალეთ მსუბუქი ტიპით, ან სულაც უარი თქვით მასზე.

მასიური კარადა პოლირებული კარებით, რომელიც ძირითადად ტანსაცმლის შესანახად გამოიყენებოდა. დღესდღეობით, როდესაც ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია, მსგავსი ტიპის ავეჯი ბევრად დამთრგუნველად გამოიყურება.

ბროლის სასალათე ლარნაკი ნებისმიერი თავმოყვარე დიასახლისის სახლში მოიძებნებოდა და თუ კიდევ შემოგრჩათ ბებიის ან დედის საყვარელი ნივთი, გირჩევთ მოათავსოთ ყუთში და თქვენი სამზარეულოსთვის ლამაზი თანამედროვე ჭურჭელი შეიძინოთ.

აი, რაც შეეხება ამ სოფას, დიზაინერები ერთხმად აღიარებენ რომ მსგავსი რარიტეტის ადგილი თანამედროვე ინტერიერში არ არის.

სავარძელი ფეხებზე მართლაც თითქმის ყველა საბჭოთა სახლში იწონებდა თავს. არცთუ ცუდი გადაწყვეტილებაა რეტროს სტილის ბინისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარი არ არის გაცვეთილ და გახუნებულ შალითებზე.

კომენტარები

... 2021-03-19 14:22
დოქსოპულოებო, თქვენ დედები გყავთ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები