"საწოლი აუცილებლად საყრდენ კედელთან მოათავსეთ" - საწოლის განთავსებისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები


 კვლევების მიხედვით, ადამიანები  ცხოვრების დაახლოებით მესამედს ძილში ატარებენ. ამ დროს ორგანიზმი  აღიდგენს ძალებს და ისვენებს. ძილის დროს აქტიურად იწარმოება კოლაგენი და სხვა სასარგებლო  ნივთიერებები  და გამოიყიფა ტოქსინები.
შესაბამისად, ხარისხიანი ძილი ადამიანის სიჯანსაღისა და ენერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საწოლის მდებარეობა დიდწილად განსაზღვრავს, იმას თუ როგორ გრძნობთ თავს ადამიანი. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ საწოლი კედელთან ახლოს არ უნდა დავდგათ. რატომ?

რომ დავუკვირდეთ, ამას ძალიან მარტივი, ლოგიკური ახსნა აქვს. კედელთან განთავსებული საწოლის არსებობის შემთხვევაში გაცილებით რთული იქნება იატაკის გაწმენდა და მის ქვეშ ჩავარდნილი ნივთების ამოღება, რადგან
ღიაა მხოლოდ ერთი მხარე.
გარდა ამისა, კედელი ხელს უშლის ჰაერის სწორ ცირკულაციას. შედეგად, ლეიბი შესაძლოა დაობდეს. თეთრეულის გამოცვლაც რთული პროცესი იქნება, აღარაფერს ვამბობთ საწოლის ყოველდღიურ გასწორებაზე - მას ხომ გვერდიდანაც კი ვერ შემოუვლი.
ასევე, თუ ადამიანს მარტო არ სძინავს, წყვილს გაუჭირდება ძილი. დიდი ალბათობით ერთი მეორეს გააღვიძებს. არასწორად განთავსებულმა საწოლმა შესაძლოა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გართულებაც კი გამოიწვიოს.

როგორ უნდა იდგეს საწოლი ოთახში? ყველაზე სასურველი ვარიანტია საწოლის საყრდენი კედლის მახლობლად განთავსება. ამავდროულად, სასურველია, რომ საძილე ადგილი კედელს ეყრდნობოდეს თავით და არა გვერდით.
გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც. არც ფანჯარასთან ღირს საწოლის დადგმა. არც კონდიციონერები უნდა იყოს მიმართული საწოლისკენ.
საწოლი არ უნდა იდგეს არც კარის მოპირდაპირედ. ასე ადამიანი ძილის დროს თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. გახსოვდეთ, რომ კარგი ძილი ჯანმრთელობის გასაღებია, ხოლო სწორად განთავსებული  საწოლი კარგი ძილის საწინდარია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები