წარმატებული ქართველი მოქანდაკე, რომლის ქანდაკებები საქართველოს ფარგლებს გარეთაც იწონებენ თავს

მოქანდაკე ერეკლე წულაძე 30 წლისაა. თინეიჯერობის პერიოდში ფეხბურთს თამაშობდა, ხატავდა, ძერწავდა, თუმცა ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდა, მომავალში რას აირჩევდა. ხელოვანების ოჯახში დაიბადა და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ქანდაკების მიმართულებით გადაწყვიტა. მისი შემოქმედება მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით არის წარმოდგენილი თბილისის ცნობილი სასტუმროების ინტერიერში, მასშტაბები ნელ-ნელა გაიზარდა და მისი ქანდაკებით ბაქოშიც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში ქართველ მოქანდაკეზე მასალები აზერბაიჯანულ პრესასა და ტელევიზიაშიც მომზადდება, მანამდე კი მოქანდაკის შესახებ ჟურნალი “შინ” მოგითხრობთ.

- პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული, ქანდაკებები, როგორც კერპები და რელიგიური

ფიგურები, ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ, ისინი ხალხისთვის სხვა დატვირთვას ატარებდნენ, ახლა კი თანამედროვე ინტერიერი ლამაზი ნივთების გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, ქანდაკების ხელოვნებისადმი ინტერესი მომავალში უფრო მეტად გაიზრდება.



...ჩემი რეალური ცხოვრება სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, ანუ გაცნობიერება იმისა, რომ მინდოდა სილამაზის მდევარი ვყოფილიყავი. ბავშვობაში ქანდაკებისადმი არანაირი ინტერესი არ მქონდა, მაგრამ მამაჩემი ხშირად მესაუბრებოდა ამ თემაზე. ადრე რაღაც გამოვძერწე, მოეწონა და ჩათვალა, რომ ქანდაკებაზე მუშაობა კარგად გამომივიდოდა. სხვა მოქანდაკეებთანაც მიმიყვანა, ისინიც იმავე აზრს იზიარებდნენ, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი ამ საქმეს.

სამხატვრო აკადემიაში პირველივე ცდაზე ჩავაბარე და მოვხვდი ვირტუოზ პედაგოგთან, ბეჟან სულხანიშვილთან. ეს იყო ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მხატვრობაზე, არამედ მეცნიერებაზე, მედიცინაზე, კინოხელოვნებაზე, მუსიკაზე გვესაუბრებოდა. პირველი კურსის პირველ სემესტრში გამჭოლი კომპოზიციის მოცემულობა გვქონდა, ცხოველების თემაზე. ჩემმა ძმაკაცებმა დაიწყეს მუშაობა, მე კი - არა. ერთი ფერის პლასტილინით ძერწვამ დიდად არ მომხიბლა. უსაქმოდ ვიჯექი სკამზე. პედაგოგი დაინტერესდა, რატომ არაფერს აკეთებ, ნიშანი ხომ უნდა დაგიწეროო? მე ბედოვლათმა ვუპასუხე, რამეს ვიზამ-მეთქი. მერე მითხრა, ბიჭო, შენ თუ არ გინდა, მამაშენს მაინც გააკეთებინე, რომ ნიშანი დაგიწეროო. შეიძლება ითქვას, ეს ფრაზა, ჩემთვის საკრალური მნიშვნელობის აღმოჩნდა. იმ დღეს კომპოზიცია სახლში წამოვიღე და მთელი ღამე მუშაობაში გავათენე. მეორე დილას ნამუშევარი აკადემიაში წავიღე... ჩემი ნამუშევარი ათი ქულით შეაფასეს, დანარჩენებს რვა დაუწერეს. ბოლოს ბატონმა ბაჟანმა შემაქო და მითხრა, შენგან დიდი მოქანდაკე უნდა გამოვიდეს და მე ამას ხელი უნდა შევუწყოო. მას შემდეგ სერიოზულად მივუდექი ყველაფერს, თითქოს ცხოვრებაში რაღაც ახალი და მთავარი რამ აღმოვაჩინე.

"მე, შენ და ბა­თუ­მი"
აკა­დე­მი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოთხი წე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. რო­ცა სწავ­ლა და­ვამ­თავ­რე და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­ჯა­ხე­ბამ მო­მი­წია, თავ­და­პირ­ვე­ლად ქან­და­კე­ბამ მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­წია და უფ­რო დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დი. რამ­დე­ნი­მე წე­ლი სა­ნა­თებს ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ 2008 წლი­დან ისევ ქან­და­კე­ბას და­ვუბ­რუნ­დი. 2012 წელს ბა­თუმ­ში "მე, შენ და ბა­თუ­მის" ქან­და­კე­ბა დავ­დ­გი, ხო­ლო 2013 წელს თბი­ლის­ში ჩე­მი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა.




რაც შე­ე­ხე­ბა ქან­და­კე­ბას “მე, შენ და ბა­თუ­მი” - ან­ბა­ნის კოშ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი მა­გი­დას­თან ზის, ყა­ვას მი­ირ­თ­მე­ვენ. დღეს სულ სხვაგ­ვა­რად გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც და­იდ­გა და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩე­მი ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლი. ქან­და­კე­ბა­ზე ტენ­დე­რი რომ გა­მოცხად­და, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, დი­დად არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, მე­გო­ნა, 25 წლის “ტი­პის” ნა­მუ­შე­ვარს ყუ­რადღე­ბას არა­ვინ მი­აქ­ცევ­და. მაგ­რამ ბი­ძა­ჩემ­მა ძა­ლით გა­მა­კე­თე­ბი­ნა პრო­ექ­ტი და თა­ვად­ვე წა­ი­ღო. შემ­დეგ მან­ვე მამ­ც­ნო, რომ მა­კე­ტი მო­ე­წო­ნათ. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. ხუთ დღე­ში ჩა­ვე­დი ბა­თუმ­ში და მუ­შა­ო­ბაც და­ვიწყეთ... ქან­და­კე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა გზა­ში მო­ვი­ფიქ­რე. ამ საქ­მე­ში ბი­ძა­ჩემს დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის, ის რომ არა, ეს ქან­და­კე­ბა არ და­იდ­გ­მე­ბო­და.



ად­გი­ლი და სივ­რ­ცე
დღეს­დღე­ო­ბით ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, ერ­თია კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­ზი და მე­ო­რე - ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ხედ­ვით ვქმნი. მე­ო­რე ხა­ზი სა­გა­მო­ფე­ნოდ გა­მოდ­გე­ბა და მათ­ში უფ­რო ვარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რო­გორც არ­ტის­ტი, პი­როვ­ნე­ბა და ა.შ., მაგ­რამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორი­ვე ხა­ზის ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩე­მია, რად­გან მე ვქმნი.

იმ სტილ­სა და მა­სა­ლამ­დე მის­ვ­ლას, რა­საც ახ­ლა ვა­კე­თებ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი დას­ჭირ­და. ძი­რი­თა­დი მა­სა­ლაა უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი, შუ­შა, ბრო­ლი, ქრო­მი­რე­ბუ­ლი თით­ბე­რი. მა­სა­ლა და და­ნად­გა­რე­ბი საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­დის და ქან­და­კე­ბებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვაწყობთ.



ჩე­მი ინ­ტე­რე­სი რე­ა­ლუ­რად ისაა, რომ ჩე­მი სკულ­პ­ტუ­რე­ბი მოხ­ვ­დეს შე­სა­ფე­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­სა და ვი­ზუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში, სწორ გა­ნა­თე­ბა­ზე. ნა­მუ­შევ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ში­და ინ­ტე­რი­ე­რის­თ­ვის კეთ­დე­ბა, იშ­ვი­ა­თად - ექ­ს­ტე­რი­ე­რის­თ­ვის. მიყ­ვარს თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი. ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­საც ასეთ ად­გი­ლებ­ში ვხე­დავ - სტუ­დი­ურ გა­რე­მო­სა და თეთრ სივ­რ­ცე­ში.



აწ­მ­ყო და მო­მა­ვა­ლი
სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ბა­ზა­რი არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, საზღ­ვარ­გა­რეთ ხდე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბა. ჩე­მი ერთ-ერ­თი სე­რი­ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ტა­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე. ნელ-ნე­ლა საქ­მე აეწყო. შევ­ქ­მე­ნი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია და ერთ-ერთ სო­ლი­დურ კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვი­ტა­ნე - რეი ჩარ­ლ­ზი­სა და ლუი არ­მ­ს­ტ­რონ­გის ქან­და­კე­ბე­ბი. ერ­თის სი­მაღ­ლე 150 სმ-ია, ხო­ლო მე­ო­რე 1-მეტ­რი­ა­ნია. პირ­ვე­ლი სას­ტუმ­როს ბარ­ში დგას, მე­ო­რე კი - მთა­ვარ შე­სას­ვ­ლელ­თან. ეს პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ექ­ს­პო­ზი­ციაა, კონ­ტ­რაქ­ტი რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ახალ-ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი უნ­და მი­ვა­წო­დო. კი­დევ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­როს­თან, გარ­კ­ვე­ულ შეკ­ვე­თებს ვას­რუ­ლებ. რომ არა ჩე­მი იქა­უ­რი მე­გობ­რე­ბი, ვერ შევ­ძ­ლებ­დი შეხ­ვედ­რას მე­ნე­ჯე­რებ­თან და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც ამ სა­კითხს წყვეტს.



გარ­და იმ უახ­ლე­სი გეგ­მე­ბი­სა, რა­ზეც ვი­სა­უბ­რე, მინ­და სა­მო­მავ­ლოდ მი­ნი-ფაბ­რი­კა გა­ვა­კე­თო, სა­დაც სტა­ბი­ლუ­რად ვა­წარ­მო­ებთ ბრენ­დი­რე­ბულ პრო­დუქტს, ხო­ლო 2017 წლის­თ­ვის ბა­ქო­სა და თბი­ლის­ში ბო­ლო პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-პრე­ზენ­ტა­ცი­ას ვგეგ­მავ.

ანა კალანდაძე

კომენტარები

nana 2017-08-04 22:46
zalian visiamovne natifi namushevrebia bravo
Дареджан 2017-08-03 22:51
БРЦКИНВАЛЕА!!!
Дареджан 2017-08-03 22:49
SUPER!!!
nazi 2017-08-03 20:06
unichieresi xar shvilo gamorcheulad kargi ufalma ise qnas mtelma msopliom gaicnos
nana 2017-08-03 19:43
martlac lamazi namushevrebia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები