ბინის ინტერიერში განათება უმნიშვნელოვანესი დეტალია. სწორად შერჩეული განათება სივრცეს ორიგინალურობას და დახვეწილ ელფერს მატებს. მოდის მსგავსად განათების ტენდენციები პერიოდულად იცვლება. რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერში გემოვნებით და სწორად შერჩეულ სანათს, როგორი სტილის სანათებია დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და მოდური, ამ და სხვა კითხვებზე სანათების დიზაინერი სანდრო მჭედლიძე გვიპასუხებს.
- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერში გემოვნებით და სწორად შერჩეულ სანათს?
- ვფიქრობ, განათებას 180 გრადუსით შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ინტერიერი, ამიტომ, სასურველი გარემოს მისაღებად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი სწორად შერჩეული განათებაა.
- მისაღები ოთახისთვის
როგორ განათებას და რა სტილის სანათებს ურჩევთ მომხმარებლებს?
- მისაღები ოთახისთვის აუცილებლად უნდა შევქმნათ განათების ფართო დიაპაზონი, ეს კი გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს უნდა შეგვეძლოს როგორც სადღესასწაულო, კაშკაშა, ასევე რომანტიკული და მყუდრო გარემოს შექმნა. ამისთვის ჭერის განათებასთან და ჭაღთან ერთად არ დაინანოთ მაგიდისა და კედლის სანათები, ტორშერები და თუნდაც უბრალოდ სანთლები. ამით ერთი და იმავე სივრცეში ხასიათის მრავალფეროვნებას მიიღებთ, რაც საშუალებას იძლევა, გამოკვეთოთ სივრცის ნებისმიერი კუთხე და შექმნათ თქვენთვის სასურველი გარემო. თუ ფართი პატარაა, უპირატესობა მიანიჭეთ მაგიდის სანათებს და ისინი ერთმანეთისგან მაქსიმალურად შორს განალაგეთ. რაც შეეხება სტილს, შეარჩიეთ გარემოსა და თქვენი გემოვნების მიხედვით. არ ენდოთ მოდას, ის ყოველთვის დროებითია, განსხვავებით თქვენი ხასიათისგან!
- საძინებლის შემთხვევაში რა რჩევებს გაუზიარებთ ჩვენს მკითხველს?
- რაც შეეხება საძინებელს, თუ ის თინეიჯერისთვის არის განკუთვნილი, მას ნოუთბუქის მონიტორიც კარგად ანათებს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. საძინებელში მთავარი აქცენტი, ჩემი აზრით, მაგიდის სანათებზე უნდა გავაკეთოთ. სანათები არ უნდა განვათავსოთ მხოლოდ საწოლთან, არამედ დამატებით - კამოდზეც, ან მომცრო ზომის მაგიდაზეც. სანათები აუცილებლად განსხვავებული ფორმის უნდა იყოს. მთავარია, ადამიანმა თავი იგრძნოს მშვიდად, კომფორტულად და მყუდროდ, რომელი სანათის საშუალებით შევძლებთ ამას, ეს უკვე გემოვნების საკითხია.
- დღეს ყველაზე აქტუალური როგორი სტილის სანათებია?
- დღეს ინტერიერის დიზაინში აქტუალურია მოდერნისა და კლასიკის ნაზავი, რაც, გარდა ფორმებისა, მასალებშიც გამოიხატება. უპირატესობა ნატურალურ მასალებს ენიჭება - ფერადი ლითონი, ხე, ტექსტილი და მათთან ერთად ორგანული მინა. რაც შეეხება ფერებს, ეს არის მკაცრი და ცივი ნაცრისფრის (მოდერნი) ნაზავი თბილ ყავისფერთან (კლასიკა). ეს მიახლოებით მდინარეში გარეცხილი ხის მერქნის ფერია, შესახამებლად საკმაოდ მარტივი, მასთან კარგად თამაშობს პასტელური მუქი მწვანის ნაირსახეობა, ეს უკანასკნელი ჩემი რჩეულია.
- თქვენ თავად ქმნით საოცრად დახვეწილ და ლამაზ, ნატურალური მასალის სანათებს. დიდი ხანია, ამ სფეროში მუშაობთ?
- ამ სფეროში ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია ბავშვობიდან იწყება, როდესაც თბილისის ბოტანიკურ ბაღში ნაპოვნი ნაძვის ქერქის ნაჭრებისგან ჯერ ნავებს ვამზადებდი, მერე კი - გემებს ვაკეთებდი ხის მერქნისა და ანათალისგან. ეს იყო უბრალოდ ჰობი. წლების შემდეგ, როცა ხის ანათალი გამოვიყენე განათებისთვის, როგორც გამჭვირვალე მასალა, ჩემმა გატაცებამ უფრო სერიოზული სახე მიიღო. ამ ყველაფერმა დამაინტერესა და გამიტაცა. მას შემდეგ ჩემი ხელოვნება დაიხვეწა და ამ სფეროს შესწავლას დღესაც ვაგრძელებ.
- თქვენი ნამუშევრები ძალიან ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?
- ძირითად სამუშაო მასალას ხის მერქანი და ანათალი წარმოადგენს.
- რით არის ეს მასალა გამორჩეული და რატომ შეაჩერეთ მასზე არჩევანი?
- ხე, როგორც სანათის დასამზადებელი მასალა, თავისი თვისებებით მართლაც გამორჩეული და უნიკალურია, რადგან საკმაოდ მოქნილი და მდგრადია. ამავდროულად არის ხის ჯიშები, რომელთა ანათალი ხასიათდება სინათლისადმი გამჭვირვალობით და რაც ყველაზე მთავარია, ხის ყოველი ნაჭერი გამოირჩევა უნიკალური ნახატით, რაც თითოეულ სანათს თავისთავად ხდის უნიკალურს.
- როგორც ვხედავ, ნათელ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას. რატომ? რასთან ასოცირდება თქვენთვის სინათლე?
- ეს ალბათ ჩემი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარეობს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მუქი ფერებიც მომწონს, გააჩნია ინტერიერს და დამკვეთის სურვილს. არის კიდევ ტექნიკური მომენტიც, ნათელი ფერის ხის ანათალი მეტად გამჭვირვალეა, ვიდრე უფრო მუქი და კარგად გამოხატავს მერქნის ნახატს.
მერი ბლიაძე