რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ საძინებელში ტუმბო

რა საჭიროა საწოლთან ტუმბო? იმისათვის, რომ მასზე თქვენი პირადი ნივთები მოათავსოთ, იქნება ეს ტელეფონი, სათვალე თუ სხვა რამ. თუ საწოლთან ტუმბო არ გაქვთ, პრობლემა არ არის, მის ჩანაცვლებას სხვა ნივთით ადვილად შეძლებთ. შაამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ:

1. სკივრები და ჩემოდნები


დიზაინერები დიდი პატივს სცემენ ამ იდეას, ის ხომ მაშინვე იპყრობს ადამიანის ყურადღებას. ასეთი დიზაინი ტუმბოს არაფრით ჩამოუვარება და თან რამდენი ნივთის შენახვაა შესაძლებელი.

აი, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ძველი ჩემოდნებით - ბევრი კარგი იდეა

2. სკამები



თითოეული სკამი პატარა, მზა მაგიდაა.
თუ სკამს პატარა ბრებით დაამშვენებთ მშვენიერ ინტერიერს მიიღებთ. თან ეს ძალიან მოსახერხებელია.


3. დოლი



დიახ, დოლი, ეს ნამდვილი მიგნება, აღმოჩენაა. ასეთი დიზაინი ნებისმიერი მოზარდის ოთახს დაამშვენებს და ძალიან ორიგინალურიც იქნება.

4. პატარა კიბე



ეს საერთოდ ძალიან გამოსადეგი ნივთია, როგორც ხედავთ, მისი ადგილი საძინებელშიც მოინახება.


5. ბარის გორგოლაჭებიანი მაგიდა



ის ნამდვილ ტუმბოზე ბევრად მოსახერხებელია.


6. კასრი



კასრს სასურველ ფერად თუ გადაღებავთ ან სხვაგვარად გააფორმებთ აი, ასეთ ორიგინალურ ნივთს მიიღებთ.


7. მრგვალი ტუმბოები



ეს ძალიან კომპაქტური და საყვარელი ტუმბოები ნებისმიერ საძინებელს დაამშვენებს.


8. კალათა



დიახ, ყველაფერი გენიალური ხომ ძალიან მარტივია და თან როგორი მოიხერხებულია. თავზე ნათურასაც თუ დაუკიდებთ ხომ საერთოდ განუმეორებელი იქნება.


9. წიგნების ან ჟურნალების შეკვრა



ტუმბოზე ხომ ძალიან ხშირად ვათავსებთ წიგნებსა თუ ჟურნალებს და რა მოხდება, თუ თავად წიგნებისაგან ან ჟუნბალებისაგან გავაკეთებთ ამას?


10. ტუალეტის მაგიდა



თუ საძინებელში ადგილი არ გაქვთ და ასეთ მაგიდაზე ყოველთვის ოცნებობდით, ეცადეთ ის საწოლთან დადგათ, ამით ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავთ, ოცნებასაც აისრულებთ და მოხერხებულადაც იგრძნობთ თავს.


11. თარო



თუ საწოლთან არაფრის დასადგამი ადგილი არ გაქვთ, უბრალოდ თარო დაკიდეთ კედელზე და პრობლემაც მოგვარებულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები