ზვიად გიგაური პროფესიით მხატვარია. ბავშვობიდან ხატავდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მხატვრობას პროფესიულ დონეზე დაუფლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისრაელში მოუხდა გამგზავრება, სადაც კედლების მოხატვა სცადა. იმდენად კარგად გამოუვიდა და ისე მოეწონა ეს პროცესი, რომ იმის მერე ამ საქმეს ემსახურება. დღეს მისი ძირითადი საქმიანობა ინტერიერის მოხატვაა. სურს მანქანების მოხატვაც დაიწყოს, რადგან ქალაქის რუხი ქუჩები გააფერადოს და ხალისი შემოიტანოს. მხატვრობასთან ერთად, ბატონი ზვიადი უნიკალური დურგალია. საკუთარი ხელით ქმნის განსხვავებულ ავეჯს და შემდეგ ხატავს.
- ხუთი წლიდან ვხატავ. რვა წლისა მშობლებმა მიმიყვანეს სამხატვრო სკოლაში.
მერე ნიკოლაძის ინსტიტუტი დავამთავრე.
- ინტერიერის მოხატვა როდის დაიწყეთ?
- ისრაელში ჯარში ვმსახურობდი. რაღაც ინციდენტის შემდეგ გადამიყვანეს უფროსის ტანკში. უფროსმა თავისი ვიზა-კარტა მომცა და მითხრა, იყიდე რაც გჭირდება და რაც დასახატი გვაქვს, დახატეო. ჩვენი დივიზიის კაპრალი გამყვა და ვიყიდეთ ყველაფერი. პირველად რვამეტრიანი ნახატი დავხატე. ეს იყო ჩვენი დივიზიის სასადილოში. აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება კედლის მხატვრობის მიმართ.
- რთული არ არის კედლებზე ხატვა?
- ნამდვილად არ არის მარტივი. შესაძლოა ბევრი მხატვარი ჩემზე უკეთესად ხატავდეს, მაგრამ მონდომების გარდა ამას კარგი ფიზიკური მონაცემი სჭირდება.
ხალხს შენ თვითონ უნდა დაანახო, რომ ეს არის საინტერესო და კარგი. ეს ხელოვანზეა დამოკიდებული. სულ ახლახან ახალი იდეა მომივიდა, ჩემმა შვილმა მითხრა, როგორ შეიძლება ამის განხორციელება. ისრაელში მოვხატე მანქანა და მოტოციკლეტი. აქ რომ გადავხედე, არ არის ასეთი რაღაც. საქართველოში აეროგრაფია არავინ არ იცის. ამ მეთოდით მანქანებს არავინ ხატავს. შესაძლოა მხოლოდ სტიკერები იყოს შემოტანილი საზღვარგარეთიდან და იმით აფორმებდნენ. აეროგრაფიით საქართველოში მანქანა არ მომიხატავს. ახლა ვაწარმოებ ერთ ავტომრბოლელთან მოლაპარაკებას, თუ დააფინანსებენ, დავხატავ მის მანქანას. ბევრი ადამიანია დაინტერესებული, უნდათ, რომ მათი მანქანები გამოირჩეოდეს სხვებისგან. რუხი ფონია ქალაქში, ამიტომ თუ ბევრი მოხატავს მანქანას, ქუჩებიც გაფერადდება და გალამაზდება.
- ინტერიერს როგორი ნახატები უხდება?
- ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული, ვის რა უნდა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს პეიზაჟები მოსწონს, ზოგს პორტრეტები. მხოლოდ ერთი მიმართულება, რომ ყოფილიყო, ძალიან უინტერესო იქნებოდა ეს პროცესი.
- ქართველები რამდენად თამამები არიან ფერებთან მიმართებაში?
- შავ-თეთრსაც თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ დღეს ფერებთან მიმართებაში საკმაოდ გაბედულები არიან და მოსწონთ ჭრელი ფერები. ჭრელი ფერები ნამდვილად არ ნიშნავს უგემოვნობას. თუ ინტერიერს უხდება და ბინადრებსაც მოსწონთ, სრულებით შესაძლებელია ფერადი ნახატის დახატვა კედლებზე.
- ნახატი დიდხანს ინარჩუნებს სასურველ ფერს?
- ჩემს ნახატებს ვადებ დამცველ ლაქს, რაც უვნებელია ჯანმრთელობისთვის. ნახატს იცავს წყლისგან, მტვრისგან, მზის გამოსხივებისგან და ა.შ. საღებავი არ ხუნდება და დიდხანს ინარჩუნებს სასურველ ფერს. რომელ ლაქსაც მე ვხმარობ, იქ 25-წლიან გარანტიას იძლევიან.
- შესაძლოა ადამიანს მობეზრდეს ერთი და იგივე ნახატი. როგორ ხდება კედლიდან ნახატის მოცილება?
- ეს პროცესი უფრო მარტივია, ვიდრე ჩვეულებრივი კედლის გადაღებვა. ზუმფარით (ე.წ. შკურკით) უნდა დაკაწრო ნახატი, რათა გაიხსნას ლაქის ზემოთა ფენა, რომ მოეჭიდოს საღებავი. ამის შემდეგ ჩვეულებრივად შეიძლება შეღებვა. თუ ძალიან ფერადია და კონტრასტებია, ამ შემთხვევაში მოუნდება დაახლოებით სამი ფენა საღებავი. ჩვეულებრივად დაიხატება ან სხვა ნახატი, ან შეიღებება ერთ ფერად.
- ყველაზე დიდი ზომის რა ნახატი გადიხატავთ?
- ასეთი ნახატი ისრაელში გავაკეთე. მსგავსი მასშტაბის ნახატი ჯერჯერობით აქ არ დამიხატავს. თუმცა იყო ერთი დიდი ნამუშევარი. ერთ-ერთი კაფეში კოსმოსი მოვხატე საკმაოდ დიდ მასშტაბზე.
- შესაძლოა ძალიან ბევრს მოსწონს მოხატული კედლები, მაგრამ ეს მცირე თანხებთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. რამდენად ემეტებათ ფული ამაში?
- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ბევრს მოსწონს, მაგრამ ფულს არ იმეტებს. ჩემი აზრით, ვისაც ფული არ ემეტება, იმან ამის ფასიც არ იცის. მას თუნდაც უფასოდ გაუკეთო, როცა ფასი არ იცის, ვერ გაიგებს რა გაუკეთე. ამიტომ, ამ დროს ჩემი შრომა ძალიან მენანება.
- ფასები საიდან სადამდე მერყეობს?
- ყველაფერი არის ინდივიდუალური. შესაძლოა იყოს 10 მეტრი 3 მეტრზე, მაგრამ არ იყოს რთული სამუშაო. ან პირიქით, შედარებით პატარა მონაკვეთი იყოს მოსახატი და რთული ნახატი იყოს შესასრულებელი. ფასი მოლაპარაკების შემდეგ განისაზღვრება.
- საკუთარ პორტრეტებს თუ გახატინებენ ადამიანები?
- ძალიან ბევრ ადამიანს სურს საკუთარი თავი მიახატოს კედელზე. ისრაელში იყო ხშირად ამის მოთხოვნა. ძირითადად მდიდარი ხალხი აკეთებს. შესაძლოა აქაც ბევრს მოსწონს, მაგრამ არ ამჟღავნებენ ჯერჯერობით.
მერი ბლიაძე

ზვიადის მიერ შექმნილი ავეჯი