30 წელი - მნიშვნელოვანი ეტაპია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა მოვასწარით 30 წლამდე და კიდევ რა გველის წინ, როგორია ჩვენი წარმატებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ 30 წელი ზრდასრულობის პირველი ეტაპია. რადგან ასეა, ცვლილებები უნდა შეეხოს ინტერიერსაც, რომელშიც ვცხოვრობთ.
გთავაზობთ 10 გადაწყვეტილებას, რომლებიც შინაურ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის და დაგეხმარებათ ცხოვრების ახალ ეტაპს მომზადებული შეხვდეთ.
1. გარდერობის ნამდვილი სისტემა
30 წელი - შესანიშნავი დროა თქვენი საყვარელი ტანსაცმლისთვის ნამდვილი გარდერობი იქონიოთ. სრულფასოვანი გარდერობისთვის ძალიან პატარა კედელი გაქვთ? ეს
პრობლემა არ არის, სჯობს იყოს პატარა, მთავარია ის არსებობდეს. დიახ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ზომას მნიშვნელობა არ აქვს.
2. საწოლის ხარისხიანი თეთრეული
პირველ რიგში არჩევანი შეაჩერეთ ტილოს თეთრეულზე. ის ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება, ასევე მარტივია მოსავლელად. მომგებიანი იქნება ნათელი ფერები - კარგად გამოიყურება საძინებლის ნეიტრალურ ინტერიერთან კონტრასტში.
3. საწოლის სრულფასოვანი ტუმბა
ეს შეიძლება იყოს წიგნები, ჟურნალები, საწოლის თავზე მიმაგრებული გარკვეული ნივთები, რაც მაგ: სტუდენტობის წლებს გახსენებთ. გაცილებით უკეთესი იქნება, თუ საწოლის ტუმბას დადგამთ, რომელზეც ლამაზ სანათს მოათავსებთ. დატოვეთ ადგილი წიგნებისთვის, ყვავილებისა და მცირე ზომის დეკორაციული ყუთისთვის.
4. ოთახის მცენარეები
საუკეთესო შემთხვევაში კარგი იქნება, თუ სახლში ნაყოფის მომცემ მცენარეს გაზრდით (მაგ: პომიდორი ჩერი;მანდარინის ხე). ხოლო მას, ვინც ფიქრობს, რომ ამ დავალებას ვერ გაუმკლავდება, შეუძლია ოთახის უწყინარი ყვავილები შეარჩიოს - კაქტუსი და სხვა სუკულენტები.
5. აბაზანის აქსესუარები
მოიშორეთ პლასტმასის იაფფასიანი ნივთები და 30 წლისთვის აჩუქეთ საკუთარ თავს ლამაზი აქსესუარები აბაზანისთვის, როგორც თქვენს ახალ ცხოვრებას შეეფერება.
6. დიდი სასადილო მაგიდა
30 წლისთვის გაცილებით უკეთ ვამზადებთ კერძებს, ვიდრე 18 წლის ასაკში, ამიტომ დიდი ვახშმის გამართვისთვის აბსოლუტურად მზად ხართ. ახალი ტრადიციისთვის შეარჩიეთ ხის ან მარმარილოს ზედაპირიანი მოზრდილი მაგიდა. ზურგიანი სკამი კი სტუმარს თავს კომფორტულად აგრძნობინებს.
7. ხარისხიანი ჭურჭელი
ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ვვახშმობთ სახლში, ვიწვევთ მეგობრებსა და ახლობლებს. თქვენი კარგი გემოვნება კი უკეთ გამოვლინდება, თუ მას ლამაზი და ხარისხიანი ჭურჭლით წარმოაჩენთ.
8. ლამაზი ბიბლიოთეკა
სასტუმრო ოთახი ჟურნალებითა და წიგნებით გაივსო? დროა სრულფასოვანი ბიბლიოთეკა იქონიოთ.
9. ყვავილების თაიგული
30 წლის შემდეგ უფრო მომთხოვნები და დეტალების მიმათ მეტად დაკვირვებულები ვხვდებით. ინტერიერის გაფორმებაში თქვენი მოკავშირე ყვავილების თაიგული გახდება - ახალი ან გამხმარი, მაგრამ ხელოვნური არავითარ შემთხვევაში.
10. დიზაინერული ობიექტი
თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, შეიძინეთ ინტერიერისთვის თუნდაც ერთი ნივთი. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს სავარძელი, თუ საინტერესო სკამი, სანათი ან უბრალოდ პლედი. ერთ ღირებულ ობიექტსაც კი მთელი ინტერიერის ღირებულების შეცვლა შეუძლია.