თანამედროვე ინტერიერსა და ექსტერიერში ძალიან აქტუალურია მინა. მინის ნაკეთობები ინტერიერს ჰაეროვნებას და დახვეწილ ელფერს მატებს. ნანა გიგოლაშვილი მხატვრული მინის დიზაინერია და ინტერიერისთვის სხვადასვხა დახვეწილ ნაკეთობას ქმნის. მის მიერ შექმნილი ნაუშევრები მნახველში აღფრთოვანებას და დიდ მოწონებას იწვევს. როგორც ნანა ამბობს, ყველაფერი ხატვის დიდი სიყვარულით და ერთი პატარა წახალისება- შექებით დაიწყო, რამაც ფრთები შეასხა და აქამდე მოიყვანა.
- პირველ პროფესიონალურ გაკვეთილებს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვეზიარე, შემდგომ უკვე იყო სამხატვრო აკადემია და დღეს თბილისში არსებული მინის ქარხნის glasswork-ის ბაზაზე, ჩემს კოლეგებთან
ერთად ვცდილობთ დავნერგოთ მხატვრული მინა თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელსაც იმედი გვაქვს, დიდი მოწონება და გამოხმაურება ექნება. ვმუშაობთ ძირითადად დიდ ფორმებზე, რომლებსაც არ აქვს სუვენირული დატვირთვა, ვქმნით დეტალებს ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეზიაროს მინის მრავალფეროვან და მრავალწახნაგოვან სილამაზეს და ამავე დროს შეძლოს მისი პრაქტიკული გამოყენებაც.
- როგორ გაგიჩნდათ სურვილი, შუშაზე გემუშავათ?
- მინის, როგორც მხატვრული მასალის სიყვარული აკადემიიდან მოდის. განსხვავებული ხედვა და მიმართულება, როგორც მხატვარს, მომცა ჩემმა პედაგოგმა თამარ გრიგოლიამ, რომელიც დღემდე წარმოუდგენელ სამუშაოს ეწევა ამ დარგის განვითარებისთვის. გამომწვარ მინაზე მუშაობის სურვილი ერთი ბედნიერი შემთხვევის შემდეგ გამიჩნდა, როცა პირველად ორი მინა ჩავდე კერამიკულ ღუმელში. მოულოდნელი და შემთხვევითი შედეგი მივიღე. ეს შემთხვევითობა შემდგომ უკვე გამოცდილებით და დაგეგმილი ექსპერიმენტით ჩავანაცვლე და მას შემდეგ ასეა. არასოდეს არ იცი, წინ რა გელოდება და კიდევ რა სიურპრიზის წინაშე დაგაყენებს მინა და რა ახალ იდეას გაგიჩენს. მინას მოდელირების დიდი უნარი გააჩნია და ამოუწურავია მისი შესაძლებლობები, არის ულამაზესი და ამავდროულად პრაქტიკული გამოყენების. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან რთულია (მხატვრული მინის უქონლობის გამო, ფერადი მინა, ფხვნილები, საღებავები და ა.შ. ფიზიკურად არ არის საქართველოს ბაზარზე), მხატვრული მინის შექმნა, დამუშავება, მაინც ვახერხებთ და არსებული მასალებით ვქმნით შედევრებს.
- ძირითადად რას აკეთებთ შუშით და რამდენად რთული და შრომატევადი საქმეა?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე ვაკეთებთ ყველაფერს, რისი საშუალებაც გვაქვს და მინდა ვთქვა, ესეც საკმარისზე ბევრია, რომ შეიქმნას სამკაულით დაწყებული დეკორატიული კედლით დამთავრებული დეტალები. შრომატევადი ნებისმიერი საქმიანობაა. რთული რა თქმა უნდა არის, მაგრამ როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ და შედეგს ხედავ, ენერგია ათმაგად ბრუნდება უკან და ეს ამად ღირს!
- როგორ იქმნება თითოული ნამუშევარი? რა ეტაპებს გადიხართ სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს?
- თითოეული ნამუევარი შთაგონებით იწყება ან იდეით, ან დამკვეთის მოწოდებული თემით, მხედველობაში მაქვს დიდი ზომის ნამუშევრები, დეკორატიული კედელი, ტიხარი, კარები, ვიტრინა და ა.შ. შემდეგ იქმნება ესკიზი, ყველა წვრილმანის გათვალისწინებით, ეს იქნება გარემო, სივრცე, შუქი, მინის შესაძლებლობა, უბრალო კაპრიზი. ანუ ესკიზიდან გადიხარ ყველა პრაქტიკულ სირთულეზე, წინააღმდეგობებზე და ამ გათვლების შემდეგ დგება მასალასთან მუშობის ჯერი. კეთდება საცდელი ვარიანტი - მინი ექსპერიმენტი. ამის მერე დაგავდივართ დიდ სამუშაოებზე უშუალოდ მინასთან. ეს მოიაზრებს რელიეფს, კონტრრელიეფს, მოხატვას და ა.შ., რაც გათვალისწინებული იქნება დადგენილი ესკიზით. ჩვენ ძირითადად ფიუზინგს ვაკეთებთ. ეს არის ღუმელში გამომცხვარი მინა, გარკვეულ ტემპერატურაზე. გამოცხობის შემდეგ მინა გადის კიდევ რამდენიმე ეტაპს. ესაა გვერდების ჰიდრო ჭრა და გამოწრთობა, რათა უსაფრთხო მასალა მივიღოთ დიდ სილამაზესთან ერთად.
- მარტო ართმევთ ყველაფერს თავს თუ ვინმე გეხმარებათ?
- რთულია ამხელა სამუშაოს მარტო შესრულება. ყველაფერი უნდა გათვალო. მე მყავს ძალიან კარგი კოლეგა და მეგობრები, ნათია პაპიაშვილი და ნინო მაჭარაშვილი. ვთვლი, რომ უძლიერესი და უნიჭიერესი გუნდი გვაქვს თანამედროვე ხედვებით და მისწრაფებებით. ვფიქრობ, რომ მინის დიზაინი უფრო ქალის საქმეა. ამდენი სილამაზე მხოლოდ ქალს შეუძლია გადმოსცეს. რაც შეეხება მძიმე დეტალებს, აქ ძლიერი სქესის დახმარებაც შეიძლება.
- რამდენად აქტუალურია ინტერიერში შუშის ნამუშევრები და როგორ ფასობს?
- ინტერიერში მინა დღესდღეისობით გარადაუვალ აქტუალურობად მიმაჩნია. მახსოვს პირველ კურსზე დიდი თვალებით რომ ვუსმენდი, მინა მომავლის მასალააო. ვფიქრობ, ეს დრო დადგა. აღარავის უკვირს მინის კედლებიანი სახლები. ჩვენ დღეს უკვე ლამაზ კედლებზეც გადავედით!!! ფასს რაც შეეხება, ცოტა რთულია ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ყველას შესთავაზო ასეთი. ეს ბევრისთვის ფუფუნება, მაგრამ თუ არის სილამაზესთან ყოველდღიური შეხების და ემოციური განტვირთვის ფასი დადგენილი, მასთან შედარებით გაცილებით იაფია.
- რა სიახლეებს გეგმავთ მომავალში?
- ის რასაც დღეს ვთავაზობთ მომხმარებლებს, უკვე სიახლე მგონია! სამომავლო გეგმები და იდეებიც უამრავია, რომელსაც სიურპრიზად შემოვინახავ. დიდი იმედი გვაქვს, სასიამოვნოდ გაგაოცებთ კიდევ ბევრჯერ.
მერი ბლიაძე