როგორ უნდა აარჩიოთ ფარდები სახლისთვის

თუ სახლის გაფორმებას სერიოზულად მოეკიდებით, გამოიყენებთ დიზაინერულ ხრიკებს, ნებისმიერი ფართის გადაქცევას შეძლებთ მყუდრო და კომფორტულ გარემოდ.

განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა მომენტი, როდესაც კოსმეტიკური რემონტი დასასრულს უახლოვდება და ჯერი ფანჯრების გაფორმებაზე დგება.
ფარდები ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ფარდების მეშვეობით ოთახში ბევრი ხარვეზის დაფარვაა შესაძლებელი.

ფარდების შერჩევისას მთავარია ზუსტად ვიცოდეთ, რა დატვირთვა აქვთ ფარდებს, მხოლოდ დეკორატიული თუ მზისგანაც უნდა დაგვიცვას.

1. დიდი და ნათელი ოთახისთვის ძალან კარგია თეთრი ფერის ფარდები.

კლასიკური სტილის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ რომაული ფარდები. ის ძალიან ელეგანტურად გამოიყურება ხოლმე.


თანამედროვე
სტილის დიზაინისთვის კი აი, ასეთი დაშვებული ფარდები მისწრებაა.

ეს კლასიკური და აქტუალური ვარიანტი. 


ეს კი თავად სინაზეა. განსაკუთრებით უხდება საძინებელს.


რომაული ფარდები სამზარეულოსთვის ძალიან ეფექტურია.


თუ ოთახში ძალიან სადა და უბრალო ავეჯია, შეგიძლიათ შედარებით თამამი ფარდები შეარჩიოთ.



ეს კი მშვენიერი ვარიანტია პატარა ზომის კედლის დეკორისთვის.



ძალიან მყუდროდ გამოიყურება.


გემოვნებით შერჩეული ფერი ყველაფერს ცვლის.


პატარა ზომის ოთახისთვის დიზაინერები აი, ასეთი ფარდების აქსესუარების გამოყენებას გვირჩევენ.


ასევე გირჩევთ, რომ პატარა ზომის ოთხში ფარდები იატაკს ეხებოდეს. ასე ფართობი ვიზუალურად უფრო დიდად მოჩანს.

~


ფარდების ლამაზად დაკიდების 20 წესი +ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები