როგორ უნდა გამოიყენოთ მოზაიკა კაფელ-მეტლახის ნაცვლად


დიზაინერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მოზაიკური დეკორი კვლავ აქტუალურია, უფრო მეტიც, ის პოპულარობის პიკზეა. ოთხი ათასი წლის წინ ის შუმერულ ტაძრებს ამშვენებდა, დღესდღეობით კი მოზაიკით ძალიან ლამაზად და ორიგინალურად შეძლებთ სამზარეულოს თუ აბაზანის გაფორმებას

საუკუნეების წინ
მოზაიკური ხელოვნების ფესვები ჯერ კიდევ ძველი წელთააღრიცხვის მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს. მოზაიკით იყო გაფორმებული უძველესი შუმერული ტაძრები. განვითარების პიკს მან ბიზანტიის იმპერიის დროს მიაღწია. ითვლება, რომ სწორედ ბიზანტიელებმა მოიფიქრეს შუშის მეტალის ოქსიდებით შეღებვა. იმ დროისათვის მოზაიკის აწყობა დიდი ოსტატობასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. თავიდან ოსტატი საკუთარი
ნახატისთვის სასურველი ფერის ნატეხებს აგროვებდა, გულდასმით უხამებდა ერთმანეთს ფერებისა და ზომის მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა დაწებებას.

რა ხდება დღესდღეობით
თანამედროვე მოზაიკას დღეს ნებისმიერი ადამიანი გაუმკლავდება. უფრო მეტი მოხერხებულობისთვის ის უკვე დაწებებულია სპეციალურ ფორტფიტაზე. ფირფიტა კი კედელს სპეციალური წებოს საშუალებით ეკვრის. მისი შეცვლა ან საერთოდ გაუქმებაც ძალიან მარტივია.


მოზაიკის როგორი სახეობები არსებობს
მოზაიკას ამზადებენ შუშის, კერამიკის და ქვისაგან. ასევე პლასტიკატის, ხისა და მეტალისაგანც კი. ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა იატაკის მოზაიკის გამოყენება, რომელიც კერამოგრანიტისაგან არის დამზადებული. ის ხის იმიტაციას ახდენს.
მწარმოებლები სხვადასხვა ფაქტურისა და ზომის მოზაიკას ქმნიან. განსხვავებულია ტექსტურა და ფორმა: კვადრატი, წრე, სამკუთხედი, რომბი.
კიდევ ერთი თანამედრვე ტრენდია ექვსკუთხედების, გეკსაგონების გამოყენება. დამატებითი ეფექტისთვის მოზაიკას სპეციალურ მეტალის პუდრას უმატებენ, რათა მას ბზინვარება მიანიჭონ.



რისი გაფორმება შეიძლება მოზაიკით
რისიც გნებავთ: აბაზანის, სამზარეულოს, აუზის ფსკერის, მისაღების, აივნის. ის ძალიან კარგად და მარტივად ეხამება სხვა მოსაპირკეთებელ მასალას. დეკორისთვისაც გამოიყენება, ინტერიერს ძალიან ახალისებს და აცოცხლებს.
მთავარია, კარგად განსაზღვროთ, სად რა მატერია უნდა გამოიყენოთ. შუშის მოზაიკა ძალიან მყარი და გამძლეა, ამიტომ გამოიყენება აუზისთვის, ისეთ ადგილებში კი, სადაც მაღალია ტენიანობა, უმჯობესია არჩევანი ხის და მეტალის მოზაიკაზე შეაჩეროთ.





როგორ დავაგოთ მოზაიკა
შუშის მოზაიკის დასაფიქსირებლად გამოიყენება თეთრი წებო. ფირფიტების დაგების შემდეგ აუცილებლად ამოავსეთ ნაპრალები.
ნატურალური ქვის მოზაიკის ნაპრალების ამოსავსებად გამოიყენეთ სპეციალური გამჭირვალე ნაზავი, რომელიც დაიცავს ქვას და დაფარავს ყველა ხარვეზს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები