ინტერიერის დეკორი – ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც ძალიან მარტივია

ინტერიერის დეკორირება ნიშნავს უფრო მყუდროს, უფრო ლამაზს და უფრო მოხერხებულს, ასვე ორიგინალურს. ამ საკითხის მოგვარებისას ყველაზე ხშირად სხვა არაფერი გვღალატობს, თუ არა ენთუზიაზმი. ადამიანები სულ უფრო ხშირად უშვებენ ერთი და იგივე ძალზე გავრცელებულ შეცდომებს, თუმცა ეს საგანგაშო როდია, საბედნიეროდ, ამ შეცდომების გამოსწორება არც მეტი, არც ნაკლები, სულ რაღაც ერთ დღეშია შესაძლებელი.

წიგნები, როგორც ინტერიერის დეკორი

წიგნები და ჟურნალები უდაოდ შეიძლება იქცეს თქვენი ინტერიერის დეკორად, თუმცა სიფრთხილე გმართებთ, ნუ მოტყუვდებით ფერად-ფერად ფოტოებზე გამოსახული წიგნების კოლონებით და გადავსებული ჟურნალის მაგიდებით, მართალია, ის
ფოტოზე მიმზიდველად გამიიყურება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში - არც ისე, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი დეკორს პრაქტიკულ მხარეზე. არ გირჩევთ ინტერიერის გალამაზებას და დახვეწას იატაკზე განლაგებული წიგნებით, თუ მაინცდამაინც გნებავთ სახლში ბევრი წიგნი, გაიხსენეთ წიგნის თარო და სტელაჟი.





გამწვანება

ინტერიერის ოთახის მცენარეებით გაფორმება დღესდღეობით ძალიან აქტუალური ტრენდია, თუმცა აქაც ზომერის დაცვაა საჭირო, ნუ გადააქცევთ ოთახს ორანჟერიად და ნუ გადატვირთავთ ქოთნებით ისე, რომ საბოლოოდ გადაადგილება პრობლემა იყოს.



ბალიშების სამეფო

ინტერიერის ბალიშებით დეკორირება ძალიან საფრთხილო საქმეა. კი ბატონო, ბალიშები ოთახს მეტ სიმყუდროვეს სძენს, თუმცა ამ შემთხვევაშიც უმთავრესი ფაქტორია ზომიერების დაცვა.



სამზარეულო

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სამზარეულოში ყველაფერი კედელზე და ღია კარადებში იყო გამოფენილი. რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება არის, უნდა გქონდეთ სამზარეულოში დასაკიდი თარო, თუნდაც ღია, მაგრამ გირჩევთ, რომ ასეთი შტრიხები თქვენს ბინაში მინიმუმამდე დაიყვანოთ. ასე ცხოვრება უფრო კომფორტულია.



მოაშორეთ ლანგარი

ეს აქსესუარი კარგა ხანს იყო ძალიან გავრცელებული ინტერიერის დეკორში, თუმცა ახლა შეგვიძლია ხმამაღლა გამოგიცხადოთ, მოაშორეთ ლანგარი აბაზანიდან, თქვენი ჟურნალის მაგიდიდან და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები