13 წვრილმანი დეტალი, რომელიც თქვენს სახლს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შესძენს

რაც უნდა კარგად გვქონდეს მოწყობილი სახლი დროდადრო მაინც გვბეზრდება და გვინდა ინტერიერი შევცვალოთ, გადავახალისოთ. აი, როგორ შეიძლება ამის გაკეთება ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
1. ზეთის დიფუზორი

ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან ძლიერად მოქმედებს სურნელი. სურნელს შეუძლია ადამიანი დაამშვიდოს, აღაგზნოს ან რომანტიულ ხასიათზე დააყენოს. საამისოდ სახლში უნდა გქონდეთ დიფუზორი, რომელსაც სტილის მიხედვით შეარჩევთ.
2. სანთლები

სანთლები ნებისმიერ ინტერიერს დამატებით სიმყუდროვესა და რომანტიულს ელფერს სძენს.
3. საქანელა სავარძელი

თანამედროვე საქანელა სავარძელი ბევრად გამარტვებულია ვიზუალურად ვიდრე ძველებური, ის ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს დაამშვენებს.

4. ფუმფულა ხალიჩა

დღევანდელ
დღეს  ოჯახები ხალიჩაზე უარს ამბობენ, თუმცა ამაოდ, ის ინტერიერს სიმყუდროვეს სძენს და სახლში სითბოს უზრუნველყოფს. 

5. ხავერდის ბალიშები

გინდათ მისაღები ოთახი უფრო მყუდროდ აქციოთ?
ეს ძალიან მარტივია, რამდენიმე ხავერდის ბალიში და პრობლემა აღარ არსებობს.

6. ფოტოები და ნახატები

შიშველი კედელი არც ისე სასიამოვნო სანახავია, ასეთი ინტერიერი მოსაწყენია. იმისათვის, რომ გარემო გაახალისოთ გირჩევთ კედელზე ფოტოები, პოსტერები ან სურათები დაკიდოთ.

7. პლედი

ადრე პლედს იმისთვის იყენებდნენ, რომ სავარძელი ჭუჭყისგან დაეცვათ, ახლა კი ის აქსესუარი უფროა და ოთახს კიდევ უფრო მყუდროს ხდის.

8. ცოცხალი ყვავილები

რაც უფრო მეტია ოთახში ცოცხალი ყვავილი მით მეტ სიამოვნებას ანიჭებს ატმოსფერო ადამიანს.

9. მკვეთრი აქცენტები

იმისათვის, რომ ინტერიერი მოსაწყენი არ იყოს, გამოიყენეთ კაშკაშა ფერებიც,მკვეთრი  აქცენტები.

10. საყვარელი ჩუსტები

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს სასაცილოა, თუმცა ოთახის ფუმფულა ჩუსტები სახლში თავს მყუდროდ გაგრძნობინებთ.

11. საკიდი

სიმყუდროვეს სახლში ქმნის წვრილმანი დეტალები, მათ შორის საკიდიც.

12. მიყრილ-მოყრილი ნივთები

იდეალური წესრიგი ცოტა დამთრგუნველია. თუ გინდათ სახლში თავი კომფორტულად და შინაურულად იგრძნოთ იყავით თავისუფალი. უნდა იგრძნობოდეს, რომ სახლში ადამიანები ცხოვრობენ და ეს არ არის ხელშეუხებელი ადგილი.

13. ჭურჭელი

ეცადეთ სამზარეულო გააფერადოთ ფერადი ჭურჭლით. ეს ყველა ადამიანს სიამოვნებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები