მდიდრული სანათი სათამაშოებისგან

თუ სახლში ბევრი სათამაშო დაგიგროვდათ, რომლითაც ბავშვი აღარ თამაშობს და მათი გადაგდებაც გენანებათ, დაამზადეთ უნიკალური სანათი. სათამაშოებს, რომლებიც მთელ სახლშია მიმოფანტული, ოროგინალური სანათის ღერძად გამოიყენებთ.

სანათის დამზადება მარტივია, თუმცა სათამაშოების კომპოზიციურად განთავსებას დაკვირვება სჭირდება.
დაგჭირდებათ:

წვრილმანი პლასტმასის სათამაშოები,

ოქროსფერი სპრეი-საღებავი,

სუპერწებო,

მჭრელი დანა,

გრუნტი,

უბრალო სანათი

საიზოლაციო ლენტი.


როგორ დავამზადოთ სანათი
პირველი ნაბიჯი
სანათს აბაჟური მოხსენით, თვითმწებავი ქაღალდი ნათურასა და სადენებს შემოახვიეთ.


მეორე ნაბიჯი
სათამაშოები ერთ კომპოზიციაში განალაგეთ. თუ საჭიროება მოითხოვს, ზოგიერთი შუაში გადაჭერით. დააკვირდით, რომ ყველა სათამაშო კარგად ეწებებოდეს ერთმანეთს. ყველაზე

კარგად ერთმანეთს უხეში პლასტიკატის სათამაშოები ეწებება. რეზინი და რბილი პლასტიკი ნაკლებად საიმედოა. დააწებეთ სათმაშოები ერთმანეთს და ერთი საათი გააჩერეთ. ზემოდან საიზოლაციო ლენტი მჭიდროდ მოახვიეთ, რათა კომპოზიცია უკეთესად დამაგრდეს ერთმანეთზე.


მესამე ნაბიჯი
მეტი მდგრადობისთვის კომპოზიცია შეგიძლიათ მთელი ღამე გააჩეროთ. შემდეგ მას, ნათურას, სადენსა და ლამპას მოხსენით საიზოლაციო ლენტი.


მეოთხე ნაბიჯი
მიღებული კომპოზიცია გრუნტით დაფარეთ. ის წებოსაც კარგად დაფარავს და საღებავიც ერთ ფერშიც დაიფერება. ფიგურებს გრუნტი ორ ფენად შეასხურეთ, დააცადეთ სრული გაშრობა.


მეხუთე ნაბიჯი
მოემზადეთ ფინალური შედეგისთვის, ახლა კომპოზიცია ოქროსფერი სპრეი-საღებავით უნდა დაფაროთ. სპრეი ლამპას ძალიან ახლოდან არ მიახუროთ, საღებავი ჩამოიწუწება.
საღებავის სრული გაშრობის შემდეგ აბაჟური დაამაგრეთ და აი, თქვენი ორიგინალური სანათი მზადაა!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები