სახლის საახალწლო დეკორი 2021 წლისთვის - იდეები და ტრენდები

სულ ცოტაც და საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევა. მიუხედავად არსებული საკმაოდ მძმე მდგომარეობისა, ყველა ოჯახი მაინც თავისებურად ემზადება ახალი წლის შესახვედრად - ვარჩევთ ახალ ნაძვის ხეს, საჩუქრებს ოჯახის წევრებისთვის და სახლსაც შესაბამისად ვრთავთ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შევეცდებით თქვენს დახმარებას და მოგაწვდით საინტერესო იდეებს, თუ როგორ შეიძლება გაალამაზოთ სახლი საახალწლოდ და გაულამაზოთ დღესასწაული თქვენი ოჯახის წევრებს.
სახლის გასაფორმებლად ძალიან ბევრი აქსესუარი თუ საშუალება არსებობს. ეს შეიძლება იყოს ბრჭყვიალა ბურთები, ზღაპრული პესრონაჟების ფუგურები, ფერადი გირლანდები, ნაძვის ტოტები ან თუნდაც ყველაფერი ერთად.

აი,
როგორი ნივთების გაკეთებაა შესაძლებელი საკუთარი ხელით.

მოვრთოთ ფანჯრები




განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ფანჯრები, როდესაც გალამაზებულია ელექტრო გირლანდებით, ნაძვის ტოტებითა და ლამაზი სათამაშოებით. საამისოდ გირჩევთ, დიოდური ნათურები შეარჩიოთ, რომელიც არ ცხელდება და არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს და თან თქვენი ოჯახის წევრებს აიცილებლად შეუქმნის ზღაპრულ განწყობას.

გირლანდები კარებზე

ძალიან ლამაზად გამოიყურება ასევე გირლანდებით გაფორმებული კარები, განსაკუთრებით ოთახშორისი და თაღები. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაძვის ტოტები, ნაძვის ხის სათამაშოები, ციტრუსები და აშ. შეგიძლიათ შექმნათ მთელი კომპოზიციაც კი.


ჭერი


ჭერზე შეგიძლიათ მიამაგროთ მოციმციმე ნათურები, ბრჭყვილა მძივები, სხვადასხვა სახის ფიფქები, იქნება ეს ქაღალდის თუ სხვა მასალის. სხვადასხვა აქსესუარი შეგიძლიათ ჭაღზეც დაამაგროთ.

განსაკუთრებით უხდება გაფორმება იმ ჭაღს, რომელიც საახალწლო სუფრის თავზეა.




კიბეები

თუ სახლს აქვს კიბეები, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, სახლს დამატებითი საზეიმო ელფერი და განწყობა მიანიჭოთ. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი, რაც გაქვთ, იქნება ეს ნაძვის ტოტები, გირჩები, ქაღალდის თუ ელექტროგირლანდები.






კომენტარები

სოფო 2020-11-29 19:19
აქ ისეთი სახლებია, სულ არ უნდა დამატებითი დეკორაციები, ისედაც დღესასწაულუა მათში ცხოვრება. აი, ჩემი მოკრძალებული ბინის მსგავსებისთვის თუ რაიმე შემოქმედებით, რან ბიუჯეტურ დეკორაციებს შემოგვთავაზებთ, ძალიან გამახარებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები