რომელი ნივთები გვიქმნის დადებით შთაბეჭდილებას ინტერიერზე

პროფესიონალს ჰკითხეს, რა ნივთებია საჭირო იმისთვის, რომ ინტერიერში თავი მყუდროდ და კომფორტულად არა მარტო მეპატრონემ, ყველამ იგრძნოს.

პირველი და უმთავრესი ინტერიერში ატმოსფეროა. თუ ატმოსფერო სწორად არის შექმნილი, ცალკეულ დეტალებს ისეთი დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება.

თუ კონკრეტულად ნივთებზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა ხელოვნებას ენიჭება. არ არის აუცილებელი ეს იყოს ნახატები ან ქანდაკებები, არამედ რაიმე ბივთი, რომელიც ხაზს გაუსვამს სახლის მეპატრნის ინდივიდუალიზმს.

გახსოვდეთ, რომ ცოცხალი ინტერიერი მუზეუმი არ არის, ამიტომ პროპორციები და აქცენტები ძალიან კარგად უნდა იყოს გათვლილი.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფუნქციონალობაა.
ინტერიერში უნდა იყოს ზუსტად იმდენი ნივთი და დეტალი, რამდენსაც რეალურად იყენებთ. ყველა საყოფაცხოვრებო მოქმედება კომფორტულ ინტერიერში უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ უნდა ტარდებოდეს.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შესასვლელი, კორიდორი, რომელიც ამა თუ იმ სახლში შესვლისთანავე ქმნის გარკვეულ წარმოდგენას სახლის მეპატრონეზე, ამიტომ სახლის ამ ნაწილის მოწყობას დიზაინერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ფერთა გამა, აქსესუარები და პატარ-პატარა ხრიკები ის დეტალებია, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურად მოქმედებს ხოლმე.


ასევე ძალიან დადებითად მოქმედებს საერთო ინტერიერზე ბიბლიოთეკის არსებობა. ციფრულმა ტექნოლოგიებმა ნელ-ნელა გამორიცხა ქაღალდის და წიგნის მოხმარება, თუმცა ბიბლიოთეკა მაინც სიმყუდროვეს ქმნის სახლში.
ბიბლიოთეკას შესაძლებელია დაუთმოთ სულ პატარა სივრცე, ნიშა ან თარო, ეს აბსოლუტრად საკმარისია სიმყუდროვის შესაქმნელად.

ეფექტურია ვინტაჟური ნივთებიც, რა თქმა უნდა, გემოვნით შერჩეული, რომელიც ჰარმონიულად მოერგება საერთო ინტერიერს.

და ბოლოს ტექსტილი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, იქნება ეს ფარდა, ავეჯის შალითა თუ დეკორატიული აქსესუარები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები