რისი გაკეთება შეიძლება ტუალეტის ქაღალდის მუყაოსგან

რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც ყველა ოჯახში ჩნდება, სულ მცირე, ერთი ტუალეტის ქაღალდის მუყაოს რულონი. შეგიძლიათ ის რამეში გამოიყენოთ? მოგვყევით და მისი გამოყენების გზებს გაჩვენებთ.


სასაჩუქრე შეფუთვა

ფერადი ქაღალდი, მაკრატელი, წებო, ცოტა ფანტაზია, ტუალეტის ქაღალდის რულონი და შესანიშნავი სასაჩუქრე კოლოფი მზად არის.



სათამაშო მანქანა ბავშვისთვის

კიდევ ერთი, ამჯერად გასართობი იდეა ბავშვებისთვის, ფერადი მანქანები, რომელიც, დიდი ალბათობით, არც ერთ პატარა ბავშვს დატოვებს გულგრილს.

ფანქრების ჩასადები
აღნიშნული მასალისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ნივთები როგორც სახლის, ისე ოფისისათვის. მაგალითად, ორგანაიზერი ფანქრებისათვის.



შესანახი სისტემა


დაუკვირდით და თავად
დარწმუნდებით, როგორი მოსახერხებელი საშუალებაა დამაგრძელებლის შესანახად.

ორგანაიზერი წვრილმანებისთვის
გარდა დამაგრძელებლისა უამრავი ნივთი არსებობს, რომლის მოთავსებასაც წარმატებით მოახერხებთ ამ ორგანაიზერში.

კედლის არტი ეკო სტილში

კიდევ ერთი იდეა - ყვავილი კედელზე, ვერაფერს იტყვი, ორიგინალურია.

ჩიტების საკვები მოწყობილობა



ეს კი მათთვის, ვისაც ბუნება და ფრინველები უყვარს. მოწყობილობა ჩიტების გამოსაკვებად გამოგადგებათ.

მინი-ბაღი


აბა, დაუკვირდით, როგორი მოსახერხებელია ასეთი ბაღის სახლში ქონა.

სანათი


მსგავსი ტიპის სანათი ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.

ტელეფონის დასადები


ტუალეტის ქაღალდის ერთი მუყაოსგან აი, ასეთი კომფორტული ტელეფონის დასადების გაკეთებაა შესაძლებელი.

ხელოვნური ყვავილები


თუ ფანტაზიას მოიხმართ, ხელოვნური ყვავილების მოსათავსებლად მშვენიერი ნივთია.

სარკის ჩარჩო


ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთისგან ლამაზი დეკორის შექმნაა შესაძლებელი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები