ახალი წელი ის დღესასწაულია, როდესაც ოჯახის ყველა წევრს უნდა, რომ სახლიც და საახალწლო სუფრაც განსაკუთრებულად საზეიმოდ და ლამაზად გამოიყურებოდეს. ეს ყველასთვის საყვარელი დღე მოგვიახლოვდა და ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ შეიძლება გააფორმონ საახალწლო სუფრა.
ხელსახოცის სარტყელი
საზეიმო ხელსახოცების გაფორმება ბევრნაირად არის შესაძლებელი, საამისოდ ბევრი აქსესუარი იყიდება, თუმცა შეგიძლიათ საკუთარი ხელითაც დაამზადოთ.
ნაძვის ხე ფერადი ქაღალდისგან
მაგიდის ნაძვის ხეებით გაფორმების კიდევ ერთი ვარიანტია ფერადი ქაღალდებისგან.
ბურთულებიანი ლარნაკი
ეს საახალწლო დეკორის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია.
მანდარინები
ეს კი მანდარინების ბუნებრივი და ყველაზე მარტივი დეკორია.
შეგიძლიათ მინის ქილაში წყლის მაგივრად შაქარი, მარილი, ბრინჯი ან რომელიმე სხვა ბურღულეული ჩაყაროთ და მასში დეკორატიული სანთლები ჩაამაგროთ.