ზამთარში, როდესაც მალე ბნელდება, ინტერიერში სიმყუდროვისა და კომფორტის შესაქმნელად გამოიყენება ხელოვნური განათება. თუმცა, ინტენსიურ განათებაზე ორიენტირება, ისეთზე, როგორიც არის ბრა, ტორშერი და ა.შ არ ღირს. მოდით ვნახოთ, როგორი ჭაღები იქნება აქტუალური 2023 წელს.
უჩინარი სანათი
დამალული სანათი 2023 წლის ტრენდია. შუქს ყველა უნდა ხედავდეს, თუმცა განათების წყარო უჩინარი უნდა იყოს.
ასეთი განათება სივრცეს ვიზუალურად ადიდებს.
სადაფისებრი განათება
ასეთი სანათები ძალიან ჰაეროვნად და ლამაზად გამოიყურება, რაც ნებისმიერ ინტერიერს საოცარ სინაზესა და ხიბლს მიანიჭებს.
ბურთულებიანი ჭაღი
ასეთი საპნის ბუშტების მსგავსი ჭაღი ძალიან
უხდება თანამედროვე ინტერიერს. განსაკუთრებით აქტუალურია ფერადი ბურთები.
როტანგის ჭაღი
ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა ყოველთვის მოდაშია. ამ სეზონზე კი განსაკუთრებული პოპულარობით როტანგი სარგებლობს. ასეთი ჭაღი ინტერიერს უფრო ელეგანტურსა და დახვეწილს ხდის.
კლასიკური სტილის ბრა
კლასიკას იმიტომ ჰქვია კლასიკა, რომ ის ყოველთვის აქტუალურია. რა თქმა უნდა, დიზაინერებს გარკვეული შტრიხები შეაქვთ ხოლმე, მოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, თუმცა ფანატიზმის გარეშე. მაგალითად ახლა ტრენდულია კლასიკური ფორმის ლაკონური სანათები, თუმცა ორნამენტებისა და ზედმეტი დეკორაციების გარეშე. მსგავსი განათება ძალიან უხდება ამერიკულ სტილს, თუმცა შეგიძლიათ თამამად სცადოთ სკანდინავიურსა და ლოფტის სტილში.
ფერადი ჭაღები
თუ თქვენი ბინა ნეიტრალურ ფერებშია და ინტერიერისთვის დამატებითი ფერადი შტრიხების მინიჭება გსურთ, შეგიძლიათ აქცენტი ფერად ჭაღებზე გააკეთოთ, ეს ძალიან ტრენდულია 2023 წელს. გარდა ფერადი ჭაღებისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ტორშერები ან ბრები.
მეტალის ჭაღები
მსგავსი სტილი ლოფტის მოყვარულთა სისუსტეა, ასევე მათი, ვისაც ინტერიერში ცოტაოდენი ბრუტალურობის, სიმკაცრის შეტანა უნდა. ხაზი გვინდა გავუსვათ იმ მომენტს, რომ მეტალის სანათები ერთი შეხედვით ჩანს უხეში და ცივი, ინტერიერში კი საკმაოდ ჰარმონიულად ჯდება.
საინტერესოა ის ფაქტორიც, რომ ბრუტალობის ხარისხი შეგიძლიათ აკონტროლოთ კარკასის ფერის ხარჯზე. შავი და ვერცხლისფერი კარკასი თუ ცოტა უხეშად გამოიყურება, თეთრი და ოქროსფერი ინტერიერს დამატებით სიმყუდროვეს სძენს.
დიოდური სანათი
მათთვის, ვინც ტექნოლოგიების განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვება, დიოდური განათება ჭერში ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილებაა. მოდელების უმეტესობა იცვლის ფერსა და სითბოს ხარისხს, ამიტომ სასურველი ხარისხის განათების შექმნა ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. დამატებითი კომფორტი კი ის გახლავთ, რომ ყველაფერი ამის გაკეთება სავარძლიდან ადგომის გარეშეც არის შესაძლებელი. მსგავსი ტიპის განათება ძალიან უხდება თანამედროვე სტილსა და ჰაი-ტეკს.