როგორ განვაახლოთ სამზარეულოს ინტერიერი ერთ დღეში


რემონტი საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სამზარეულოს ეხება. თუ ბიუჯეტი კარდინალური ცვლილებების საშუალებას არ გაძლევთ, შემოგთავაზებთ პატარა რჩევებს, თუ როგორ შეიძლება სულ მცირე დეტალებით მთელი ინტერიერის შეცვლას.

აქცენტი ყველაფერ ცოცხალზე


ყველაზე პატარა და შეზღუდული სივრცეც კი სულ გადასხვაფერდება და ახალ სიცოცხლეს შეიძენს თუ ინტერიერში ცოცხალ მცენარეებს დაუმატებთ. ცოცხალი ყვავილები შეგიძლიათ ყოველკვირეულად ცვალოთ, თუმცა უფრო ხანგრძლივად ქოთნის მცენარეები გაგილამაზებთ გარემოს.

კედლების გადაღებვა


კედლების განახლების ყველაზე მარტივი გზა მისი გადაღებვაა. როგორც წესი, დიზაინერები კედლების ნეიტრალურ ფერად გადაღებვას გვირჩევენ ხოლმე,
რათა ყველა გარნიტური მოუხდეს.

მოლდინგი ფასადებზე


მოლდინგი ის გადაწყვეტილებაა, რომელიც მოგცემთ საშუალებას სამზარეულოს გარნიტური შეცვლის გარეშე განაახლოთ და მიანიჭოთ მას მეორე სიცოცხლე.

შპალერი, როგორც აქცენტი


ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ასევე აქცენტის გაკეთება ერთ კედელზე შპალერის სახით, ბევრ ძალისხმევა არ მოითხოვს, შედეგი კი ეფექტური გამოდის.

ტექსტილი



სწორად შერჩეული ფერი და ფაქტურა, ტექსტილი, უმარტივესი გზაა გარემოს გადასახალისებლად. ეს შეიძლება იყოს ფარდა, სუფრა, ბალიში სკამზე, ჩაის ტილოები და ა.შ.

ჭურჭელი



ცარიელი კედელი სამზარეულოში საკმაოდ უფერულად გამოიყურება, მისი გამოცოცხლება ძალიან მარტივია უბრალო თეფშების წყალობით, ინტერს თან გადაახალისებს და თან ძალიან თემატურია.

ნივთების დახარისხება


სამზარეულოში ვიზუალური ქაოსის მთავარ წყარო არეული გარემოა, ამ არეულობის და ქაოსის აღმოსაფხვრელად საკმარისია ნივთების ორგანიზებულად დალაგება ორგანაიზერებში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები