მოდური ნივთები სახლისთვის, რომელთა შეძენა მეორადებში ჯობია


ძველებური, ვინტაჟური ნივთებით ინტერიერის გალამაზება ერთგვარი ტრენდია, თუმცა გვისაუბრია ისეთ ნივთებზეც, რომელთა შეძენა მეორად მდგომარეობაში არ არის მიზანშეწონილი. ამჯერად კი მოდით ვნახოთ, რომელი ნივთების მოძიება ღირს მეორად მაღაზიებში?

ლაქირებული ავეჯი


თანამედროვე ტენდენციებში გამოანათებს ხოლმე რეტრო სტილი. განსაკუთრებით აქტუალურია 1970-1980 წლების, პოსტმოდერნიზმის სტილის ავეჯი. არ არის აუცილებელი, მთელი ინტერიერი ასეთი ავეჯით მოაწყოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი-ორი ნივთი, როგორც აქცენტი ან ელემენტი. ეს შესაძლოა იყოს კომოდი, ტუმბო, ჟურნალის მაგიდა და ა.შ.

ვინტაჟური განათება



ვინტაჟური ბრა ან სანათი ერთდროულად ორ საქმეს გაგიკეთებთ - ერთი,
რომ შექმნით აქტუალურ რეტრო სტილს და მეორე, გექნებათ არასტანდარტული განათება, რომელიც დეკორაციის ფუნქციასაც შეითავსებს.

ფაიფური და კერამიკა



ეს ორი სახის მასალა ყოველთვის კეთილშობილურად და ლამაზად გამოიყურება. ასეთი ჭურჭელი იმაზე მეტად ფუნქციური შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. გარდა პირველადი ფუნქციისა, ის მშვენიერი საშუალებაა ინტერიერის გასალამაზებლად. 

სხვადასხვანაირი სკამები


ეკლექტიკა ინტერიერში ბოლო დროს სულ სხვადასხვანაირად გამოიხატება. ერთ-ერთი ტრენდული გადაწყვეტილებაა მისაღები ოთახი სხვადასხვანაირი ვინტაჟურ სკამებით. ასეთ სკამების შეძენას კი სწორედ მეორად მაღაზიებში მოახერხებთ.

სარკე ან  სხვა დეკორ

ძველებური ან უბრალოდ უჩვეულო ფორმის სარკის ნახვა ხშირად არის შესაძლებელი ე.წ. მეორადების ბაზრობაზე, მშრალ ხიდზე. შესაძლებელია შეარჩიოთ ისეთი დეკორი, რომელიც ჰარმონიულად მოერგება თქვენს ინტერიერს, ეს შესაძლოა იყოს უბრალოდ სარკის ჩარჩო. ამ შემთხვევაში მთავარი ფორმა და მასალა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები