არასწორად შერჩეული ზომა
ნაძვის ხის შერჩევა ოჯახებისთვის ლამის რიტუალად არის ქცეული. ყველას უნდა, ყველაზე დიდი და ფუმფულა ნაძვის ხე ჰქონდა სახლში, თუმცა სანამ მსგავსს შეიძენთ, გირჩევთ კარგად გათვალოთ, რამდენად შეესაბამება ის თქვენი ოთახის გაბარიტებს. თუ ოთახი არც ისე დიდი ზომის არის, ნაძვის ხე საშუალო ზომის უნდა იყო და არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ ნაძვის ხის წვერსა და ჭერს შორის დაშორება მინიმუმ 30 სმ მაინც უნდა იყოს.
სათამაშოების რაოდენობა
ნაძვის ხის მორთვის დროს არ გირჩევთ აბსოლუტურად ყველა იმ სათამაშოს გამოყენებას, რაც
კოლექციაში გაქვთ, გახსოვდეთ, სიმეტრიის დაცვა ესთეტიკის ერთ-ერთი მთავარი დეტალია, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ რთავთ საშობაო ხეს, მაქსიმალისტურად თუ მინიმალისტურად.
სათამაშოების ზომა
გარდა სათამაშოების რაოდენობისა, გასათვალისწინებელია მათი ზომაც. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელაა ნაძვის ხე, სათამაშოები უმჯობესია სხვადასხვა ზომის იყოს. მათი შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ტექსტურაც. ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება სხვადასხვა ზომის, ფორმის და ტექსტურის მოსართავებით გაფორმებული საშობაო ხე.
გირლანდები
წვიმები, გირლანდები კრავს ნაძვის ხეს და მას დასრულებულ, შეკრულ სახეს ანიჭებს. მთავარია, რომ სწორად იქნეს შერჩეული სტილთან და ფორმასთან მიმართებაში.
თემა
ეცადეთ, რომ მორთვის დროს არსებობდეს თემა, რომელიც აუცილებლად დადებით შედეგს დადებს. წელს მაგალითად, მოდაშია არტ დეკოს თემა, ასევე ფესტივალის თემა ბევრი ფერით. ამ თემას შეგიძლიათ დაუმატოთ სკანდინავიური ელემენტები ლოლუების სახით და ეს შედეგს ერთიორად გაალამაზებს.
სათამაშოების განთავსება
არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ არის განთავსებული სათამაშოები, ის უნდა იყოს გადანაწილებული თანაბრად.
კენწერო
და ბოლოს, იმისათვის, რომ საშობაო ხე იყოს სრულყოფილი აუცილებელია კენწეროში იყოს დამასრულებელი ელემენტი, ეს შესაძლოა იყოს ვარსკვლავი ან რამე სხვა, მთავარია, რომ რაღაც იყოს.
როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხე 2024 წელს