როგორ გავაფორმოთ სუფრა დაბადების დღისთვის - იდეები, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს


ყველაზე უბრალო და მარტივი ხრიკები სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად.


თემა და ფერთა პალიტრა

პირველ რიგში აუცილებლად უნდა განისაზღვროს დღესასწაულის ზოგადი განწყობა. მას შემდეგ, რაც თემასთან და ფერთა პალიტრასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებით, შეგიძლიათ გასაფორმებლად  ნივთების შერჩევა დაიწყოთ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია დარწმუნდეთ, რომ დიზაინი ერთი ფერის სქემით აეწყობა.

მაგალითად: პასტელი ფერები მართლაც ძალიან ლამაზია და ნაზი ვარდისფერი შეიძლება  თვალისმომჭრელი იყოს ნებისმიერი სტუმრისთვის, თუმცა არც უფრო ნათელი და თამამი ფერები გამოიყურება ურიგოდ. იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვათ, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ წითელი, ლურჯი და იასამნისფერი ფერების თავსებადობას. 

ყვავილები და ფოთლები აუცილებელია!


ყვავილები და ფოთოლი სივრცეს მატებს ესთეტიკას და ბევრად შთამბეჭდავს ხდის ნებისმიერ კედელსა თუ მაგიდას. თუ გეშინიათ, ყვავილების კომპოზიციები არასწორად არ შეადგინოთ,  საქმე გაიმარტივეთ და ერთი ტიპის  ყვავილები მოათავსოთ ლარნაკში. ეს ძალიან ლამაზი და ეფექტურია.
რაც შეეხება ლარნაკების რაოდენობას, ის უნდა შეესაბამებოდეს მაგიდის ზომას და დეკორატიულ ნივთებს. მინიმუმ ორ მაღალ ლარნაკს გვერდით საშუალო ან პატარა ზომის ლარნაკი დაუდეთ (სამ-სამი პატარა ლარნაკის ჯგუფები ყოველთვის უკეთ გამოიყურება ვიდრე ორის ან ოთხის ჯგუფი).


ცენტრალური თაიგული ყოველთვის ძალიან ეფექტურად გამოიყურება. აიღეთ მაღალი ლარნაკი და შეავსეთ იგი ცივი წყლით, შემდეგ მოჭერით ყვავილის ღეროები 45 გრადუსიანი კუთხით და ჩაალაგეთ ლარნაკში. შეგიძლიათ კომოდზე ან მაღალ ადგილზე მოათავსოთ პატარა ლარნაკები, ხოლო იატაკზე დიდი ზომისას მიუჩინოთ ადგილი.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ მაგიდა ცარიელის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, ის მასშტაბური უნდა იყოს. მოცულობის შექმნის ძირითადი ელემენტები ყვავილები და ლარნაკებია, ასევე ნამცხვრები და სხვადასხვა ტკბილეული. დაბადების დღის ტორტი ბევრად შთამბეჭდავი იქნება, თუ მას სადგამზე დადებთ, ნებისმიერი მიმზიდველი კერამიკა კი კარგი ლანგარი გახდება სადღესასწაულო ტორტებისა თუ ეკლერებისთვის. თუ ამის შემდეგ მაგიდის დეკორი მაინც ძალიან მარტივად მოგეჩვენებათ, სცადეთ, რამდენიმე ლამაზი ყუთი ამოატრიალოთ და ზემოდან მოათავსოთ თეფშები. დეკორატიული ყუთი შესაძლოა სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდეს თქვენი წვეულების დეკორაციისთვის.

მაგიდის ყვავილების დახმარებით გაფორმება საკმაოდ მარტივია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ახალი ყვავილები, როგორც ვიცით, მალე ჭკნება და საკმაოდ ძვირიც ღირს, ბიუჯეტური ალტერნატივა ხელოვნური ან ქაღალდის ყვავილებია, რომელთაც მარტივად დაამზადებთ.

ბუშტები, გირლანდები, კედლის სტიკერები

ნუ დაივიწყებთ თავდაპირველად შერჩეულ ფერთა პალიტრას და გამოავლინეთ მთელი თქვენი კრეატიულობა. არ დაგავიწყდეთ მაგიდის უკან ორიგინალური სტენდის გაკეთება პომპონებისან, ბუშტებისგან, ფოთლებისა და გირლანდებისგან, თუ ერთ ზონაზე ფოკუსირება არ შეგიძლიათ, აირჩიეთ ერთი ოთახი ამისთვის, მთავარია დეკორი არ გაიფანტოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები