დეტალები, რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოს გააუფასურებენ


მოდით ვნახოთ, რა დეტალებმა შეიძლება დააუშნოვოს სამზარეულო.
ძვირადღირებული ნივთებიც კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენი სახლი ელეგანტური და დახვეწილი იქნება. მთავარია ყველაფერი გემოვნებით გქონდეთ მოწყობილი. არსებობს დეტალები სამზარეულოში, რომლებიც ყველაზე გააზრებულ და ლამაზ ინტერიერსაც კი გააფუჭებენ, მოაშორეთ ისინი, თუ გსურთ სამზარეულო დახვეწილი იყოს და ხაზი გაუსვათ თქვენს გემოვნებას.

პლასტმასის საჭრელი დაფები

სამზარეულოს ინტერიერს ყველაზე მეტად თვალსაჩინო ადგილას პლასტმასის საჭრელი დაფის დატოვება აფუჭებს. სხვათა შორის, ეს ასევე არაპრაქტიკულია - დანის კვალი მყისიერად რჩება მასზე, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ხის დაფები
ბევრად უფრო ესთეტიურად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ პლასტმასის დაფები ინარჩუნებს მეტ ბაქტერიას, ხოლო პლასტმასის ნაწილაკები, მოგწონთ თუ არა, ხვდებიან ჩვენს საკვებში.

სხვადასხვანაირი ჭურჭელი

სხვადასხვანაირ ჭურჭელს სამზარეულოში ვიზუალური ქაოსი შემოაქვს. განსაკუთრებით უხერხულად გამოიყურება საბჭოთა დროიდან შემორჩენილი თეფშები და ჭიქები.
თუ ვინტაჟური ნივთები გიყვართ, მაშინ საკმარისი რაოდენობით დაამატეთ სამზარეულოს ინტერიერში. მაგრამ ზოგადად, ყველა სამზარეულოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ყოველდღიური ჭურჭლის ძირითადი ნაკრები, რომელიც ბუნებრივად გამოიყურება თქვენს სამზარეულოში.

საბჭოთა ბროლი


საბჭოთა წარმოების ბროლის ლარნაკები კანფეტისა და ჯემისთვის, სალათის თასები თავისთავად ლამაზია და კარგად ჯდებოდა საბჭოთა დეკორში, თუმცა თანამედროვე ინტერიერს ის ნაკლებად უხდება. ამიტომ ჯობს უპირატესობა მსუბუქ და თანამეროვე მოდელებს მიანიჭოთ, რათა ინტერიერი ზედმეტად არ გადატვირთოთ.

დანა-ჩანგალი სხვადასხვა კომპლექტიდან

თუ თქვენ არ გაქვთ მინიმუმ ერთი კომპლექტი დანა-ჩანგალი ექვსი ადამიანისთვის, დროა, იყიდოთ. ერთნაირი კომპლექტით გაფორმებული დანა-ჩანგალი დამატებით დახვეწილობას მატებს თქვენს ინტერიერს და ხაზს უსვამს თქვენს, როგორც დიასახლისის, ტაქტისა და გემოვნების გრძნობას.

პლასტმასის საპურე


პლასტმასის საპურე, როგორც წესი, დიდ ადგილს იკავებს და ერთ-ერთი თვალშისაცემი საგანია,. უმჯობესია შეარჩიოთ ლითონის ან ხის - არსებობს მრავალი ვარიანტი, რომელიც გაახარებს თვალს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ნაქსოვი კალათები ხელსახოცით.

პლასტმასის ჭიქები

როგორც ვნახეთ, ზოგადად , პლასტმასი ნებისმიერ ინტერიერს აუფასურებს. ყოველთვის უმჯობესია გქონდეთ მინის ჭუქები, რომელთა გამოყენებაც სასიამოვნოა როგორც ყოველდღიურად, ასევე სტუმრებისთვის.

კომენტარის დამატება