13 იდეა პატარა სამზარეულოში სიმყუდროვის შესაქმნელად


თუ გინდა დიასახლისის დაწყევლო, პატარა სამზარეულო უნდა უსურვოო, ამბობენ. სინამდვილეში სულაც არ არის ასე. თამამი დიზაინერული ექსპერიმენტით ყველაზე პატარა სამზარეულოსაც კი ფუნქციურ და ბინის ყველაზე მყუდრო ადგილად გადააქცევთ.



1. მყუდრო კუთხე
ნათელი გამა და პატარა რბილი კუთხე, სადაც საუზმობაც შეიძლება და მეგობრებთან ერთად ჩამოჯდომაც. კუთხე, მაგიდის ამაღლების წყალობით ბარის დგამს მოგვაგონებს. პატარა დივანი სკამების ნაცვლად კვადრატული მეტრების შემცირებაში გვეხმარება.



2. ფუნქციური ღია თაროები
ღია თაროები, დახურულის ნაცვლად ვიზუალურად ადიდებს ფართს. აქტუალურია პატარა სამზარეულოს შემთხვევაში. სანელებლებით ან ბურღულეულით სავსე ქილები თაროებზე

დამატებით დეკორს შეგიქმნით.



3. ფერების დუეტი
სამზარეულოში ორი ფერის შეხამება სწორი და ორიგინალური გადაწყვეტილებაა. ასეთი შეხამება იდეალურია, თუ ერთმანეთთან მოშორებითაა განლაგებული.



4. კომპაქტური სამზარეულო
მინიატიურული სამზარეულოს დამზადება შეკვეთით შეგიძლიათ. კომპაქტური ზომის მიუხედავად, სამზარეულოსთვის ყველა აუცილებელი ფუნქციითა აღჭურვილი.



5. ბარის დგამისა და დიდი სასადილო მაგიდის ნაცვლად
უნიკალური და ფუნქციური მაგიდაა. დამაგრდება ყველგან სადაც საჭიროდ ჩათვლით.



6. სასარგებლო ფართი ფანჯარასთან
კარადები დაამაგრეთ ფანჯრის ორივე მხარეს და ქვეშ. რაფას კი მაგიდის ნაცვლად გამოიყენებთ.



7. არასტანდარტული საერთო მაგიდა
თუ მისაღებ ოთახთან გაერთიანებული სამზარეულო გაქვთ, ორიგინალური მაგიდა გამოგადგებათ. ის სამუშაო ზედაპირიცაა, სასადილო მაგიდაც და ბარის დგამიც. იდეალური ვარიანტია სტუდიური ბინებისთვის.



8. კაფეს სტილში
ფანჯარასთან მიდგმული მაგიდა კაფეს მოგაგონებთ. კომპაქტურია, ცოტა ადგილს იკავებს. წითელი ფერი და დეკორატიული ნივთები კი ინტერიერს გამოგიცოცხლებთ.



9. სამზარეულო კარადაში
ნებისნიერ ინტერიერს უხდება. უხილავი გახდება თუ კარებებს დაკეტავთ. იდეალურია სტუდიური ბინებისთვის. აგრეთვე იმ ბინებისთვის, სადაც სამზარეულო მიერთებულია მისაღებთან ან ლოჯიასთან.



10. ორი იარუსი
ორსართულიანი მაგიდა იდეალური გადაწყვეტილებაა პატარა სამზარეულოსთვის. ქვედა იარუსი მოძრავია. მისი გადაადგილება სურვილის მიხედვით შეგიძლიათ. გარდა ამისა, მას ხილ-ბოსტნეულისა და ჭურჭლის შესანახი კალათები აქვს.



11. მიჩნეულია, რომ სამზარეულოს კუნძულები მხოლოდ ფართე სამზარეულოებისთვისაა. პირიქით, მას მცირეგაბარიტიან სამზარეულოშიც რაციონალურად გამოიყენება.



12. ყველაფრის გამომზეურება
დეკორატიული მინის სიმპათიური კარადები უჩვეულოდ, ჰაეროვნად გამოიყურება. მთავარია, რომ კედელი ჭერამდე იყოს ასული. ასეთი კარადა კარგია, განსაკუთრებით პატარა სამზარეულოსთვის.



13. კონტრასტი და ოთხკუთხედი თაღი
ფანჯარასთან შეჭრილი მართკუთხედი ფორმის კარადები, კონტრასტული ფერთა გამით მხიარულად და ფუნქციურად გამოიყურება, რაც მთავარია, ცოტა ადგილს იკავებს.

წაიკითხეთ ასევე:

5 რჩევა სამზარეულოს მოსაწყობად

4 შეცდომა, რომელსაც სამზარეულოში გამოცდილი დიასახლისებიც უშვებენ

ყველაზე სახიფათო ჭურჭელი ჩვენს სამზარეულოში - 4 ფაქტურა, რომელსაც უნდა ერიდოთ

კომენტარები

ideodub 2024-10-18 08:05
evista methylprednisolone pak 4mg Massa, who broke from Fernandez only 40 days before the primaries, sounded more like a presidential candidate than a campaigner for congress in his victory speech priligy in usa
exazuroot 2020-08-30 02:07
http://mewkid.net/when-is-xuxlya/ - Buy Amoxicillin Online Amoxicillin Online rzx.xtto.shin.ge.bfc.bu http://mewkid.net/when-is-xuxlya/
asairoqiyueli 2020-08-30 01:35
http://mewkid.net/when-is-xuxlya/ - Buy Amoxicillin Online Amoxicillin 500mg ngn.svim.shin.ge.ali.nh http://mewkid.net/when-is-xuxlya/

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები